ბრიუსელში ვიზიტად მყოფი საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს, ელმარ ბროკს შეხვდა.
საქართველოს პრემიერ მინისტრის 2016 წლის 28-29 ნოემბრის ბრძანებების საფუძველზე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში მინისტრის ახალი მოადგილეები დაინიშნენ.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში მინისტრის 2 მოადგილის საშტატო ერთეული გაუქმდა. გიორგი მღებრიშვილს პირველ მოადგილესთან ერთად, ხუთის ნაცვლად, სამი მოადგილე ეყოლება.
"საქართველოს ბანკში" ლარის ოფიციალური ფასი ამ დროის მონაცემებით (12:45 საათი) 2.655 ამერიკულ დოლარს შეადგენს. ხოლო მისი შესყიდვის ფასი 2.575 დოლარია. ამის შესახებ Guardian.ge-ს "საქართველოს ბანკში" განუცხადეს.
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციას "ისტორიულად უსამართლო ნაბიჯს" უწოდებს და აცხადებს, რომ ქართული საზოგადოება და პოლიტიკური ხელმძღვანელობა ამას არასდროს მიიღებს.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, გუდაური-კობის მონაკვეთზე ლიპყინულის გამო, მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობაა აკრძალულია.
მკვლელობა სენაკში - არსებული ინფორმაციით, შუახნის ქალი ქალმა ვალის გადაუხდელობის გამო მოკლა.
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა „როიტერსთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ იგი იმედგაცრუებულია იმით, რომ საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის საკითხის გადაწყვეტა ბრიუსელში ჭიანურდება იმის მიუხედავად, რომ თბილისმა ყველა საჭირო მოთხოვნა დააკმაყოფილა.
საქართველოს ენერგეტიკული და გაზმომარაგების ობიექტები და სისტემები, ტექნიკური მდგომარეობის მხრივ, მომზადებულია ზამთრის პერიოდში, მომხმარებლების ელ-ენერგიით და ბუნებრივი გაზით საიმედო მომარაგებისათვის, - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო ავრცელებს.
საქართველო დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში მოელის, რომ შეერთებულ შტატებთან ურთიერთობები ძლიერი დარჩება, ტრამპის რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესების შესახებ გაკეთებული განცხადებების მიუხედავად და თბილისი შეინარჩუნებს ნატო-სთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობისთვის ზეწოლის განხორციელებას. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა "როიტერსისთვის" მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.