საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (30 ნოემბერი, 2016) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0041 პუნქტით გაუფასურდა.
გუბაზ სანიკიძე არის ადამიანი, რომლისთვისაც უპირველესი და ყველაზე მნიშვნელოვანი არის საქართველო, არის ჩვენი სამშობლო, ჩვენი ქვეყნის ერთიანობა და ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავალი. ეს არის ყველაზე მთავარი კრიტერიუმი ჩემთვის პოლიტიკოსის შეფასებებში, როდესაც ადამიანითვის უპირველესი არის სამშობლო და ქვეყნის ინტერესები, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე.
გუბაზ სანიკიძე ”დემოკრატიულ მოძრაობას” შეუერთდა. აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ განაცხადება სანიკიძემ დღეს პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" პოლიტსაბჭოს სხდომას მართავს. პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, სერგო რატიანის განცხადებით, დღეს სხდომაზე საუბარი იქნება ყრილობის გამართვის, დელეგატების არჩევის წესსა და დღის წესრიგზე.
იქნებ, დავასრულოთ არაფრისმთქმელი დისკუსია არჩევნების ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით, - ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მანანა კობახიძემ უმცირესობას პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე.
გიორგი მაზნიაშვილის ძეგლი არის სიმბოლო გამარჯვების, ასევე სიმბოლო იმის, რომ არასდროს არ დავიხიოთ უკან, როგორი ძლიერიც არ უნდა იყოს მტერი, - განაცხადა თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ გენერალ გიორგი მაზნიაშვილის ბიუსტის გახსნაზე.
თბილისში, მაზნიაშვილისა და წინამძღვრიშვილის ქუჩების კვეთაზე მდებარე სკვერში გენერალ გიორგი მაზნიაშვილის ბიუსტი გაიხსნა.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე აზიის განვითარების ბანკის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორს, იეშიმ ელჰან-კაიალარსა და წარმომადგენლობის დირექტორის მოადგილეს, გიორგი კიზირიას შეხვდა.
გიორგი კვირიკაშვილს, კახა კალაძეს, გიორგი გახარიასა და სანდრა რულოვსს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდათ.
ფიდელ კასტრო 50 წელზე მეტი ხნის განმავლობაში იყო საერთაშორისო პოლიტიკაში მტკიცედ დამკვიდრებული ფიგურა. მაგრამ მისი მმართველობის შესახებ აზრები გაყოფილია. მსოფლიოს გარშემო ლიდერებმა თავად უნდა გადაწყვიტონ დაესწრებიან თუ არა კუბის ყოფილი ხელმძღვანელის, რევოლუციონერი ფიდელ კასტროს დასაფლავებას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.