ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ქრთამის აღების ფაქტზე გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ „ეროვნული სატყეო სააგენტოს“ სამეგრელო-ზემო სვანეთის სატყეო სამსახურის წარმომადგენელი დააკავა.
რუსეთის როლზე, მის მცდელობაზე საუბრისას, გავლენა მოეხდინა შეერთებული შტატების არჩევნებზე ჰაკერული თავდასხმით და ინფორმაციების გამოქვეყნებით, ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორმა დაადასტურა, რომ რუსეთი ცდილობდა ამგვარი ქმედებების განხორციელებას.
საქართველოს შეიარაღებული ძალების ოფიცრების, ვიცე-პოლკოვნიკების, სერგო ნინუასა და გიორგი ცაბაძის მოთხოვნით, თავდაცვის სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში 16 ნოემბერს დაწყებული მოკვლევა დასრულდა.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მრავალათასიანი ყრილობის ჩატარების შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას "სწორ არჩევანს" უწოდებს.
თვითმფრინავს, რომელსაც ბრაზილიელი ფეხბურთელები გადაჰყავდა და რომელიც კოლუმბიის მთიან რეგიონში ჩამოვარდა, საწვავი გაუთავდა. აღნიშნულ ინფორმაციას BBC გამოჟონილი აუდიო ჩანაწერების მიხედვით ავრცელებს.
სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი აკაკი მაჭუტაძე სამხარეო ადმინისტრაციაში მუნიციპალიტეტების გამგებლებს, ქალაქ ახალციხის მერს, საკრებულოების თავმჯდომარეებს და ინფრასტრუქტურის სამსახურების ხელმძღვანელებს შეხვდა, სადაც აღინიშნა, რომ 2016 წელს რეგიონის მასშტაბით 46 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 755 ინფრასტრუქტურული პროექტი დასრულდა ან დასრულების პროცესშია.
ნავთობის ფასები მომენტალურად გაიზარდა მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ Opec -ის წევრებმა პროდუქციის შემცირებასთან დაკავშირებით გარკვეულ დეტალებზე თანხმობას მიაღწიეს.
„ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურა“ იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით სიაში შეიტანეს. გადაწყვეტილება მიღებულ იქნა, ეთიოპიის დედაქალაქ ადის-აბებაში, იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მთავრობათაშორისი კომიტეტის მე-11 სესიაზე (28 ნოემბერი-2 დეკემბერი).
ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესში გატარებული რეფორმები და საქართველოს მხრიდან მიგრაციის პოლიტიკის მოდერნიზების მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები იყო საქართველოს პრემიერ მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და მიგრაციის, საშინაო და მოქალაქეობის საკითხებში ევროკომისარ დიმიტრის ავრამოპულოსის შეხვედრის მთავარი თემები.
ბრიუსელში ვიზიტად მყოფი საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ევროპარლამენტში სახალხო პარტიის პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარეს, მანფრედ ვებერს შეხვდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.