გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს პარლამენტის მიერ მისი პრემიერ მინისტრად დამტკიცებისა და მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების შემდეგ უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში სიტყვით გამოსვლისას „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ მიმართა და ახსნა, თუ რატომ არ აირჩია „ქართველმა ხალხმა“ ისინი.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე, მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების შემდეგ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ "ქართული ოცნების" მთავრობა "უნდა აცნობიერებდეს, რომ უკან მოსაბრუნებელი გზა არ არის, სხვა არჩევანი ჩვენ არ გვაქვს, რადგან ჩვენ უკან ჩვენი სამშობლოა, ჩვენი მოსახლეობაა და ჩვენს უკან ყველა გზა ჩახერგილია".
საქართველოს პარლამენტმა მთავრობის განახლებულ შემადგენლობას, რომელსაც გიორგი კვირიკაშვილი უხელმძღვანელებს, ნდობა გამოუცხადა. პრემიერ მინისტრ კვირიკაშვილის მთავრობის დამტკიცებას 110-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 19 კი წინააღმდეგი გამოვიდა.
ვისკონსინში - შტატში, სადაც დონალდ ტრამპმა 8 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში მცირე უპირატესობით გაიმარჯვა - საარჩევნო კომისია ხმების ხელახალი გადათვლისთვის ემზადება. ამის შესახებ BBC წერს.
კუბის ყოფილი ლიდერის, 90 წლის ფიდელ კასტროს გარდაცვალების გამოცხადებიდან რამდენიმე საათში, შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ფიდელ კასტრო „სასტიკი დიქტატორი“ იყო.
დღეს ქობულეთის მუნიციპალიტეტის პირველმა საჯარო სკოლამ 120 წლის იუბილე იზეიმა. საზეიმო საღამოზე სკოლის მასწავლებლებმა და მოსწავლეებმა მრავალფეროვანი რეპერტუარი წარმოადგინეს. ამის შესახებ Guardian.ge-ს ქობულეთის მუნციპალიტეტიდან აცნობეს.
საქართველოს და შოტლანდიის მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებ გუნდებს შორის თამაში შოტლანდიელების გამარჯვებით დასრულდა. შოტლანდიელებმა „ბორჯღალოსნები ანგარიშით 43:16 დაამარცხეს.
ქობულეთის ქალთა ოთახში შეხვედრა გაიმართა, რომელიც პირუტყვის დაავადებების მონიტორინგისა და კატასტროფების რისკის შემცირების სამუშაო ჯგუფის შესაძლებლობების გაძლიერებას ისახავდა მიზნად.
საქართველოს და შოტლანდიის მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებ გუნდებს შორის თამაშის პირველი ნახევარი ანგარიშით 31:11დასრულდა.
"ნაციონალურმა მოძრაობამ" პარლამენტში ჯოჯოხეთი მოიწყო და იხრუკებოდნენ მის ცეცხლში თვითონვე", - აღნიშნული განცხადება იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრობის კანდიდატმა, სოზარ სუბარმა გააკეთა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.