აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ დავით გაბაიძე აირჩიეს. საბჭოს პირველ პლენარულ სხდომაზე უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ გაბაიძის კანდიდატურას დარბაზში მყოფი 19 დეპუტატიდან მხარი 14-მა დაუჭირა.
ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, სულხან ევგენიძემ მუნიციპალური განვითარების ფონდის წარმომადგენლებთან ერთად, ქობულეთის გამწმენდი ნაგებობის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა.
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ ესტონეთის რესპუბლიკის პარლამენტის ეროვნული თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს, ჰანეს ჰანსოს უმასპინძლა.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ლევან მურუსიძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებზე ზეწოლასთან დაკავშირებით, "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მიერ გაკეთებულ განცხადებას ცილისწამებას უწოდებს.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ივანე ზარდიაშვილი "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას სასამართლოს ზეწოლასთან დაკავშირებით, მისი მისამართით გამოთქმულ ბრალდებას ეხმაურება.
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის, კახა კალაძის განცხადებით, ქვეყნის დამოუკიდებლობა ელექტროენერგიის კუთხით, ხელისუფლების მთავარ ამოცანად რჩება.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (28 ნოემბერი, 2016) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0052 პუნქტით გაუფასურდა.
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქაქუთში სახალხო ზეიმი „ქაქუთობა“ გაიმართა. ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ცნობით, საღამოზე კულტურის ცენტრთან არსებული შემოქმედებითი ჯგუფების, საჯარო სკოლის მოსწავლეების, საბავშვო ბაღის აღსაზრდელებისა და ინდივიდუალური შემსრულებლების, მონაწილეობით კონცერტი ჩატარდა.
არც ერთი მტკიცება "ნაციონალური მოძრაობის" იმ წევრს, რომელიც ჩემი გვარი გააჟღერა ამ მიმართულებით, არ წამოუდგენია, -ასე პასუხობს საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი, შალვა თადუმაძე "რუსთავი 2"-ის გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას, რომელიც თადუმაძეს რამდენიმე პირთად ერთად, სასამართლოს მიმართ ზეწოლაში ადანაშაულებს.
თუ საქართველო გადარჩა, ეს იყო ჩვენი კულტურით და იმით, როგორ დაფოფინებდა ქართველი კაცი თავის ვენახს, - განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა "ბადაგონის" ღვინის ქარხანაში, სადაც დღეს კომპანიასა და ჩინურ კორპორაციას შორის "ბადაგონის" 5 მლნ ბოთლი ღვინის ჩინურ ბაზარზე რეალიზაციის შესახებ, მემორანდუმი გაფორმდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.