ჩემს გამოცდილებასაც, ჩემს ცოდნასაც და ჩემს პირად ურთიერთობასაც გამოვიყენებ იმისთვის, რომ შევძლოთ მეტი ნატო იყოს საქართველოში და მეტი საქართველო ნატო-ში, - აღნიშნული განცხადება შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ყოფილმა უფროსმა, ვახტანგ კაპანაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.
საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის, ვლადიმერ ჩაჩიბაიას განცხადებით, მთავარი ამოცანა ნატო-ს სტანდარტებთან თავსებადობაა.
ჩვენ, ყველანი, მიუხედავად ჩვენი რანგისა, ვემსახურებით ჩვენს ქვეყანას, - აღნიშნული განცხადება საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ლევან იზორიამ შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის ოფიცილურად წარდგენის ცერემონიის შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ, ჩატარებული ოპერატიულ - სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამსახურებრივი სიყალბის, ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადება/გასაღების, ასევე თაღლითობის ფაქტზე დაკავებულია სსიპ „სურსათის ეროვნული სააგენტოს“ თანამშრომელი - ვეტერინარი.
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გიორგობის დღესასწაულისადმი მიძღვნილ წირვას შავნაბადას წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში დაესწრო და საქართველოს მოსახლეობას დღესასწაული მიულოცა.
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს გიორგობის დღესასწაულს აღნიშნავს. საქართველოს სამოციქულო ეკლესია წელიწადში ორჯერ - 23 აპრილსა (6 მაისი) და 10 ნოემბერს (23 ნოემბერი) - ზეიმობს დიდმოწამე გიორგის ხსენებას. 6 მაისი მისი აღსრულების, ხოლო 23 ნოემბერი ბორბალზე წამების დღეა.
თბილისში, დოლიძის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩანთაში ჩადებული დანაწევრებული ცხედარი იპოვეს.
გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა გამოხატა წუხილი იმის თაობაზე, რომ ტრამპის არჩევნებზე გამარჯვებამ შესაძლოა დახმარება გაუწიოს თეთრკანიანთა უპირატესობის მომხრეებს. გერმანიის მაღალი თანამდებობის ოფიციალურმა პირმა „ჰაი ტრამპის“ ვიდეო აღწერა, როგორც „საძაგელი და შემაშფოთებელი“. ამის შესახებ BBC წერს.
დონალდ ტრამპი გაემიჯნა „alt-right"-ის ჯგუფს, რომელმაც მისი გამარჯვება ნაცისტური სალუტით იზეიმა.
შეერთებული შტატების არჩეული პერეზიდენტი დონალდ ტრამპი არ აწარმოებს შემდგომ გამოძიებას ჰილარი კლინტონის ელექტრონული წერილების საქმეზე. აღნიშნული განცხადება მისმა წარმომადგენელმა გააკეთა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.