ვიზიარებ პრემიერ მინისტრის ხედვას, რომ საჭირო იყო ცვლილებები ფინანსთა სამინისტროში, - აღნიშნული განცხადება ფინანსთა ყოფილმა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა მთავრობის ადმინისტრაციაში მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობის დასახელების შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.
ვერ მივალთ ჩვენ იმ დრომდე, როცა არ დაგვჭირდება რომელიმე ადგილას ახალი შემართება, - აღნიშნული განცხადება რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ყოფილმა მინისტრმა, ნოდარ ჯავახიშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობის დასახელების შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.
ამოცანა არ არის ლარის კურსის დევნა, ამოცანა არის დამოკიდებულების შეცვლა, - აღნიშნული განცხადება საქართველოს ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.
საქართველოს პრემიერ მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის ახალი შემადგენლობა წარადგინა.
ეგვიპტის ყოფილ პრეზიდენტს, მუჰამედ მორსის ქვეყნის საკასაციო სასამართლომ სამუდამო პატიმრობის განაჩენი გაუუქმა. აღნიშნულ ინფორმაციას "როიტერსი" ავრცელებს.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მკაცრად გმობს 2016 წლის 21 ნოემბერს ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში შიიტურ მეჩეთზე განხორციელებულ შემაძრწუნებელ ტერორისტულ აქტს, - აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც საგარეო უწყება ავრცელებს.
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა, გიგი გიგიაძემ საქართველოში ბელარუსის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, მიხაილ მიატლიკოვთან შეხვედრა გამართა.
საქართველოს პრეზიდენტმა შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის თანამდებობიდან გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე გადააყენა და ამავე თანამდებობაზე ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია დანიშნა.
„საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ამოცანები“ - ამ სახელწოდების ყოველწლიური კონფერენცია, რომლის ჩატარებას საქართველოს მთავრობასა და აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნულ პლატფორმას შორის გაფორმებული მემორანდუმი ითვალისწინებს, თბილისში დღეს გაიხსნა.
თურქეთის პრემიერ მინისტრმა ბინალი ილდირიმმა პარლამენტიდან უკან გამოიწვია კანონპროექტი, რომელიც დამტკიცების შემთხვევაში შეიწყალებდა მამაკაცებს, რომლებიც არასრულწლოვან გოგონებთან სექსუალური კავშირს დაამყარებდნენ, მაგრამ შემდგომ მათზე დაქორწინდებოდნენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.