საქართველოს შს მინისტრის მოადგილე და სასაზღვრო პოლიციის უფროსი ზურაბ გამეზარდაშვილი თანამდებობას ტოვებს. აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ გამეზარდაშვილი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს.

სრულად...

„საქართველო პირველი ქვეყანაა, ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმომწერ ქვეყნებს შორის, რომელმაც არასამთავრობო სექტორი აქტიურად ჩართო შეთანხმების განხორციელების დაგეგმვისა და მონიტორინგის პროცესში, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

სრულად...

თბილისში, ბაგრატიონის ქუჩაზე ახალგაზრდა მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს. შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

სრულად...

თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ზვიად ბოჭორიშვილი დამნაშავედ სცნო განზრახ მკვლელობის ჩადენაში, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით, - აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც მთავარი პროკურატურა ავრცელებს.

სრულად...

შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა აღთქმა დადო, რომ თეთრ სახლში შესვლისთანავე გასცემს დავალებას, შეჩერებული იყოს ვიზის ბოროტად გამოყენება. მან თქვა, რომ მიმართავს შესაბამის, მშრომელთა დეპარტამენტს გამოიძიოს ვიზის ბოროტად გამოყენების ყველა ფაქტი, "რომელიც ამერიკელთა სამუშაო ადგილებს დარტყმას აყენებს".

სრულად...

ბათუმი-ახალციხის საავტომობილო მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაოაბა შეზღუდულია. აღნიშნულ ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

სრულად...

შსს-ს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1970 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი რ.ნ. ბათუმში, ნონეშვილის ქუჩაზე დააკავეს.

სრულად...

შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი გამოვა ტრანს-წყნარი ოკეანის სავაჭრო პარტნიორობის შეთანხმებიდან მისი თეთრ სახლში შესვლის პირველივე დღეს.

სრულად...

იაპონიაში სამშაბათს მომხდარმა ძლიერმა მიწისძვრამ ხანმოკლე დროის პერიოდში ბირთვული ქარხნის გამაგრილებელი ფუნქცია შეაფერხა და წარმოშვა ცუნამი, იმავე რეგიონში, რომელიც მძლავრი მიწისძვრის, ცუნამისა და ბირთვული უბედურებისაგან განადგურდა 2011 წელს. ამის შესახებ „როიტერსი“ წერს.

სრულად...

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ რუსეთის პატრიარქ კირილესადმი წარმოთქმულ სიტყვაში აღნიშნა, რომ ქართული მართლმადიდებლური ეკელსია აფასებს რუსეთის ეკლესიის პოზიციას, რომელმაც არაერთხელ განაცხადა, რომ აღიარებს საქართველოს რეგიონებში - აფხაზეთსა და ცხინვალში - საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის იურისდიქციას.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი