შეერთებული შტატების არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი შაბათს მით რომნის, 2012 წელს „რესპუბლიკელების“ პრეზიდენტობის კანდიდატს, შეხვდება და შესაძლოა მასთან, მის გუნდში მიყვანის საკითხი განიხილოს, კერძოდ კი მას სახელმწიფო მდივნის პოსტი შესთავაზოს. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ შეხვედრის დეტალებში კარგად ჩახედულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

სრულად...

70-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა საწვავით სავსე სატვირთო ავტომანქანის აფეთქებისას მოზამბიკში. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ოფიციოზზე დაყრდნობით ავრცელებს. 110 ადამიანს დამწვრობა აქვს მიღებული.

სრულად...

შეერთებული შტატების ბანკს, JP Morgan Chase-სს 264 მილიონი ამერიკული დოლარის გადახდა მოუწევს, რათა მორიგდეს მოდავე მხარესთან იმის თაობაზე, რომ მან ჩინეთში ბიზნესისთვის ხელშეწყობის სანაცვლოდ, ჩინეთის მაღალ თანამდებობებზე მომუშავე ოფიციალური პირების შვილები დაასაქმა. ამის შესახებ BBC წერს.

სრულად...

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ დაჟინებით მოუწოდა მის შემცვლელს, დონალდ ტრამპს წინააღმდეგობა გაუწიოს რუსეთს თუკი ის გადაუხვევს შეერთებული შტატების „ღირებულებებისა და საერთაშორისო ნორმებიდან“.

სრულად...

შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაქ ობამა მოლაპარაკებებს მართავს ახლო მოკავშირესთან, ანგელა მერკელთან მისი შემცვლელისთვის, დონალდ ტრამპისათვის ძალაუფლების გადაცემამდე გერმანიაში ბოლო ვიზიტისას.

სრულად...

თბილისში, მთაწმინდის რაიონში ერთ-ერთ ქუჩას კოტე მახარაძის სახელი მიენიჭა. ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ თბილის მერია ავრცელებს.

სრულად...

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, რომელიც ამ რანგში დღეს ბოლოჯერ შეხვდა ჟურნლისტებს, აცხადებს, რომ საკანონმდებლო ორგანოს ქუთაისში დატოვების შემთხვევაში, თბილისში არსებულ პარლამენტის შენობას "რამე უნდა მოუხერხონ".

სრულად...

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უწმინდესი და უნეტარესი ილია II დღეს ზესტაფონის მუნიციპალიტეტს, მარგვეთისა და უბისის ეპარქიას სტუმრობდა. უწმინდესი ღვთისმშობლის სახელობის მიძინების საკათედრო ტაძარში მიბრძანდა.

სრულად...

მესტიის მუნიციპალიტეტში მიმდინარე წელს განსახორციელებელი პროექტების თითქმის 70% დასრულებულია - აცხადებს Guardian.ge-სთან საუბრისას მესტიის მუნიციპალიტეტის გამგებელი კაპიტონ ჟორჟოლიანი და იმედოვნებს, რომ წლის ბოლომდე პროექტების 85% შესრულდება.

სრულად...

საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოს მრჩეველს სავაჭრო-ეკონომიკურ საკითხებში, ლიუ ბოს, ორი ქვეყნის ეკონომიკური ურთიერთობებისა და საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, სპეციალური სიგელი გადასცა. 

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი