საქართველოს მთავრობის მიერ ლარის კურსთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებას "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი რომან გოცირიძე ეხმაურება.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას თავად სასჯელაღსრულების უწყება ავრცელებს.
საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 152-ე კილომეტრზე, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, სახიდე გადასავლელის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
თბილისში, გამწვანების საშემოდგომო ღონისძიებების ფარგლებში, ბაღებსა და სკვერებში სეზონური ყვავილები ირგვება.
ახალქალაქის ქუჩების მოასფალტება და გარე განათების მოწყობა, ბურნაშეთის წყალი, ახალქალაქი-ბავრას დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია - ეს იმ მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების მცირე ჩამონათვალია, რომლებიც ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგებლის, ედუარდ აღასარიანის თქმით, 2016 წელს განსახორციელებელი პროექტებიდან, ადგილობრივების საჭიროებების მიხედვით, ყველაზე მნიშვნელოვანი იყო.
გერმანიის თავდაცვის მინისტრი ურსულა ფონ დერ ლეიენი, ლევან იზორიას ავღანეთში, ქართველი სამხედროების მიერ, გერმანიის საკონსულოს თანამშრომელთა სიცოცხლის გადარჩენისთვის მადლობას უხდის.
საქართველოს მთავრობა ლარის კურსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და ეროვნული ვალუტის "დროებითი ცვლილების" გამომწვევ ფაქტორებს ასახელებს და ამბობს, რომ "უახლოეს დღეებში, გაცხადდება ერთობლივი სამოქმედო გეგმა, რომელიც, სხვა ღონისძიებებს შორის, გულისხმობს საბაზრო მექანიზმებზე დაფუძნებული კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას დოლარიზაციის თანმიმდევრული შემცირების მიმართულებით".
შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ ორშაბათს განაცხადა, რომ არჩეულ პრეზიდენტს დონალდ ტრამპს მოუწევს მისი ტემპერამენტის რეგულირება, როდესაც იგი 20 იანვარს, ახალი სამუშაოს შედგომისას, რეალობების წინაშე პირისპირ აღმოჩნდება. ამის შესახებ „როიტერსი“ წერს.
შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ განაცხადა, რომ ტრამპმა მას უთხრა, რომ იგი რჩება „ძლიერი Nato-ს მტკიცე მხარდამჭერად“. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1956 წელს დაბადებული ე.ს. არასრულწლოვნის ცემის ბრალდებით დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.