საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (10 ნოემბერი, 2016) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0227 პუნქტით გაუფასურდა.
საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ევანგელურ ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი რუსუდან გოცირიძე შემწყნარებლობის, ტოლერანტობის, ქველმოქმედებისა და სხვადასხვა კონფესიის წარმომადგენელთა შორის დიალოგის ხელშეწყობისთვის ღირსების ორდენით დააჯილდოვა.
თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ ჩუღურეთის გამგებელთან, ზურაბ ჩიკვილაძესთან ერთად, ჩუღურეთის რაიონში ორი ახალი სკვერი გახსნა.
სამეგრელო - ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა ლევან შონიამ, ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოჩა ქაჯაიამ და გამგებლის პირველმა მოადგილემ ვარაზ გაბედავამ ცენტრალური სტადიონის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს.
ჩინეთის სახელმწიფო მედიამ გააფრთხილა შეერთებული შტატების ახლად არჩეული პრეზიდენტი იზოლაციონალიზმის და ინტერვენციონიზმის წინააღმდეგ და ამის ნაცვლად შეერთებულ შტატებს ჩინეთთან აქტიური მუშაობისკენ მოუწოდა, რათა შეინარჩუნოს საერთაშორისო სტატუს ქვო (არსებული მდგომარეობა). ამის შესახებ „როიტერსი“ წერს, სტატიის თარგმანს კი Guardian.ge გთავაზობთ.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი ელენე ხოშტარია ფიქრობს, რომ როდესაც პარტია იღებს გადაწყვეტილებას, მან [მიხეილ სააკაშვილმა] უნდა "მიიღოს ეს გადაწყვეტილება" იმის მიუხადავად, რომ შეიძლება სხვა აზრი გააჩნდეს.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საგარეო ურთიერთობათა მდივანი გიგა ბოკერია პარტიის "ორ ახირებულ პერსონასთან" დაკავშირებით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვებას ეხმაურება და აცხადებს, რომ "ყოველთვის არც ამერიკელები არიან აღფრთოვანებული იმით, რა არჩევანსაც ვაკეთებთ ჩვენ - ქართველები, მაგრამ ამის მიუხედავად, ისინი ჩვენთან სტრატეგიულ მეგობრობას აგრძელებენ".
"ჩვენ გვაქვს მზაობა, რომ აშშ-სთან არსებული სტრატეგიული პარტნიორობა კიდევ უფრო მეტად გაღრმავდეს", - აღნიშნული განცხადება ჟურნალისტებთან საუბრისას საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა გააკეთა.
“ნატო-საქართველო სწავლება 2016“-ის დაწყებას ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ჯეიმს აპატურაი "საქართველოს მიერ ნატო-სკენ წინ გადადგმულ ნაბიჯს" უწოდებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.