თბილისის მერი დავით ნარმანია "სითი პარკთან" დაკავშირებით, თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილისა და ფრაქცია "რესპუბლიკელების" წევრის, დავით ზურაბიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება.
„ნატო-საქართველოს სწავლება 2016“ ვაზიანში, მე-4 მექანიზებულ ბრიგადაში ოფიციალურად გაიხსნა. სწავლების დაწყებამდე ბრიგადის საკონფერენციო დარბაზში მედიის წარმომადგენლებისთვის პრესკონფერენცია გაიმართა.
შეერთებული შტატების პრეზიდენტად დონალდ ტრამპის არჩევას პროტესტით შეხვდა ასეულობით სტუდენტი. ოთხშაბათს 1 500-მდე სტუდენტმა და მათმა მასწავლებლებმა, სან-ფრანცისკო ბეის მიმდებარედ - ქალაქში, რომელიც ცნობილია მისი ლიბერალური პოლიტიკით - ბერკლის უმაღლესი სკოლის ეზოში მიტინგი გამართა, რის შემდეგაც სტუდენტთა და პედაგოგთა მრავალრიცხოვანი ჯგუფი კალიფორნიის ბერკლის უნივერსიტეტის კამპუსისკენ გაემართა. ამის შესახებ „როიტერსი“ წერს.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი "ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში" მყოფ "ერთ-ორ ახირებულ პერსონაჟს" აკრიტიკებს.
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში ევროკავშირის პროექტის „ერთიანი გარემოსდაცვითი საინფორმაციო სისტემების პრინციპების და პრაქტიკის განხორციელება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში“ ფარგლებში ორმხრივი შეხვედრა გაიმართა.
დევნილთა საკითხების შემსწავლელმა გაფართოებულმა კომისიამ, რომელიც თბილისში 400 დევნილი ოჯახისათვის ბინების გადაცემის საკითხს განიხილავს, მუშაობა დაიწყო.
უკრაინის პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილის ოდესის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გათავისუფლების განკარგულებას ხელი მოაწერა.
შეერთებული შტატების არჩეული პრეზიდენტისთვის, დონალ ტრამპისთვის ძალაუფლების გადაცემის გუნდს 10 კვირის პერიოდში, ინაუგურაციის გამართვამდე, ქრის ქრისტი, ნიუ ჯერსის გუბერნატორი უხელმძღვანელებს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით თაღლითობის მცდელობის ფაქტზე, ქ. ბათუმის მერის წარმომადგენელი კახაბრის ადმინისტრაციულ ერთეულში გოჩა დევაძე დააკავეს.
ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, კოტ დ’ივუარის 2 და განას რესპუბლიკის 2 მოქალაქე საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.