ამერიკის შეერთებული შტატების ავიაციის ფედერალურმა სამსახურმა, ნიუ იორკის ცენტრში მდებარე „ტრამპ ტაუერი“, დონალდ ტრამპის, მისი ცოლის, მელანიას და ვაჟის, ბარონის სახლი, არასაფრენ ზონაში შეიყვანა.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიაბკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვის ემისრებს ტრამპის კამპანიის წარმომადგენლებთან საარჩევნო პერიოდში შეხება ჰქონდათ. ტრამპის კამპანიამ კი ამგვარი კავშირების არსებობა დაბეჯითებით, არაერთხელ უარყო.
რიყის პარკში საშემოდგომო გამწვანებითი სამუშაოები დაიწყო. სამუშაოებს შპს “თბილსერვის ჯგუფი“ ახორციელებს.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებას შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.
საქართველოსა და ინდოეთის რესპუბლიკას შორის სამოქალაქო ავიაციის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების მემორანდუმი გაფორმდა.
შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაქ ობამა მის შემცვლელს, დონალდ ტრამპს ოვალურ ოფისში შეხვდება და მასთან მოლაპარაკებებს გამართავს, რომლის მიზანიცაა დაარწმუნოს არჩეული პრეზიდენტი, რომ ძალაუფლების ხავერდოვანი გადაცემა გარანტირებული იქნება. ამის შესახებ BBC წერს.
ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა მადლენ ოლბრაიტმა, რომელიც პოსტზე ბილ კლინტონის მე-2 ვადით პრეზიდენტობისას მსახურობდა, გააფრთხილა ტრამპი იზოლაციონალიზმის წინააღმდეგ, უთხრა რა მას, რომ შეერთებულმა შტატებმა თავისი როლი უნდა ითამაშოს ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსში.
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ინდოეთის სამოქალაქო ავიაციის მინისტრს შრი აშოკ გაჯაფთჰი რაჯუს შეხვდა და საქართველო-ინდოეთს შორის ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებისა და ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებზე ესაუბრა.
საქართველოსა და ინდოეთის რესპუბლიკას შორის თანამშრომლობა ღრმავდება - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და ინდოეთის რესპუბლიკის სამოქალაქო ავიაციის მინისტრ აშოკ გაჯაპათი რაჯუს შეხვედრაზე აღინიშნა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.