საქართველოში აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, იან კელის განცხადებით, აშშ მხარს უჭერს თავდაცვის სამინისტროს საქმიანობას.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს "რესპუბლიკელ" თავმჯდომარეს, ინგა მაღრაძეს საკრებულოს წევრთა უმრავლესობის მოთხოვნით, უფლებამოსილება შეუწყდა.
საქართველოში ოფიციალურ ვიზიტად მყოფმა იტალიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრმა, პაოლო ჯენტილონიმ საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპული მებრძოლების ხსოვნას პატივი მიაგო.
ოდესის ოლქის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი ოდესის პოლიციის უფროსის, გიორგი ლორთქიფანიძის გადადგომას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი შედეგი ეკონომიკურ ურთიერთობებში, წელს საქართველოსა და იტალიას შორის სავაჭრო ბრუნვა 30 %-ით გაიზარდა", - აღნიშნული განცხადება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ იტალიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრთან, პაოლო ჯენტილონისთან შეხვედრა გამართა.
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დღეს საქართველოში ოფიციალურ ვიზიტად მყოფ იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრს, პაოლო ჯენტილონის შეხვდა.
უკრაინის ოდესის ოლქის ნაციონალური პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსმა, გიორგი ლორთქიფანიძემ თანამდებობა დატოვა.
ჩვენ მხარს დავუჭერთ ამერიკელი ხალხის არჩევანს, - განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით.
ჩვენ საკმაოდ ბევრი რამ გვაქვს შესაცვლელი სამხედრო მმართველობით სისტემაში და ჩვენი თავდაცვის სისტემა მოსაყვანი გვყავს დასავლურ სტანდარტებთან შესაბამისობაში, - განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა თავდაცვის მინისტრის საქმიანობის 100 დღის ანგარიშისა და სამომავლო გეგმების პრეზენტაციის შემდეგ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.