სამართალდამცავებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს.
მთავრობის ადმინისტრაციაში მინისტრთა კაბინეტის სხდომა მიმდინარეობს. მთავრობის სხდომაზე განსახილველ საკითხთა შორის რამდენიმე სახელმწიფოს საკუთარებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებას ეხება.
პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ დაჟინებით მოუწოდა ყველა ეთნიკური წარმომავლობის დემოკრატს არჩევნებზე მივიდნენ და ხმა მისცენ ჰილარი კლინტონს, გააკეთა რა გამაფრთხილებელი განცხადება, რომ შეერთებული შტატების რესპუბლიკა - და მსოფლიო - საფრთხეშია. ამის შესახებ BBC წერს.
თბილისში 2019 წელს ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო „ჰილტონ თბილისი“ გაიხსნება. როგორც ეკონომიკისა და მდგრადის განვითარების სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, სასტუმრო ყოფილი სოფლის მეურნეობის სამინისტროს შენობაში განთავსდება.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, პრეზიდენტის არჩევის ცვლილება უტოპიურია.
იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა პროექტ „50 საჯარო მოხელის“ 6 საუკეთესო მონაწილე ინგლისის მენეჯმენტისა და ენის საერთაშორისო კოლეჯში ერთთვიანი სასწავლო კურსით დააჯილდოვა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი "ქართული ოცნების" წევრებს შეხვდა. შეხვედრაზე გიორგი ვოლსკი, მანანა კობახიძე და გიორგი კახიანი იმყოფებოდნენ.
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, ზაზა თავაძის განცხადებით, ე.წ. გახმაურებული საქმეების, მათ შორის „რუსთავი 2“-ის და "კაბელების საქმეების" განხილვა, შესაძლოა, თავიდან დაიწყოს.
საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 156-ე კილომეტრზე, კერძოდ, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხუნევში გზის დაზიანებული საყრდენი კედლის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს.
საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სეისმური მონიტორინგის ცენტრის ცნობით, მიწისქვეშა ბიძგები 12:52 საათზე, რაჭაში, ონიდან 6 კილომეტრში დაფიქსირდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.