პრეზიდენტის პრესსპიკერის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში ამომრჩეველს აქტიურობისკენ და მეტი ჩართულობისკენ მოუწოდებს.
საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერის, ეკა მიშველაძის განცხადებით, პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ "კრწანისის" სასწავლო ცენტრში მომხდარი ფაქტის დროული და გამჭვირვალე გამოძიება უმნიშვნელოვანესია.
ჩვენთვის გულსატკენი იყო, რომ საზოგადოებამ ორპოლუსიანობა არჩია და ნაკლებად იყო მხარდაჭერილი მესამე ალტერნატიული ძალა „თავისუფალი დემოკრატები", - აღნიშნული განცხადება "თავისუფალი დემოკრატების" ყოფილმა წევრმა, დავით ონოფრიშვილმა საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
ჩვენ არ ვართ ოპოზიციაში და ჩვენ არ ვართ არც ხელისუფლებაში, - აღნიშნული განცხადება "თავისუფალი დემოკრატების" ყოფილმა წევრმა, ზურაბ აბაშიძემ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
საქართველოს სახალხო დამცველმა დღეს დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების და სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებს დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის, მისი თავიდან აცილებისა და თანასწორობის მდგომარეობის შესახებ სპეციალური ანგარიში წარუდგინა.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის, მიხეილ მაჭავარიანის განცხადებით, 2012 წლიდან სახელმწიფო აპარატის შენახვის ხარჯები მილიარდი ლარით არის გაზრდილი.
თბილისში, დიდუბის რაიონში, რობაქიძის გამზირის გამწვანებული ტერიტორიის სრული რეაბილიტაცია დასრულდა. ამის შესახებ საუბარია დედაქალაქის მერიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა და შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა რუსთავში დღეს 112-ის კიდევ ერთი, ალტერნატიული ცენტრი გახსნეს, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით, მოქალაქეების ოპერატიულ მომსახურებას, უწყვეტ რეჟიმში უზრუნველყოფ
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, E60 ავტომაგისტრალის, რუსთავი-წითელი ხიდის და რუსთავი-სადახლოს გზების განახლებისთვის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთებისა და დეტალური პროექტის მომზადებას იწყებს.
განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა ცენტრ "კრწანისში" მომხდარ ინციდენტს ეხმაურება. მინისტრი მიიჩნევს, რომ ყველა კითხვას უნდა გაეცეს პასუხი და "გაირკვეს მოქმედებების წესებთან სრული შესაბამისობა".
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.