საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, დიდთოვლობის გამო, ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის კმ18-კმ72 მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. ხოლო აღნიშნული გზის კმ1-კმ17 მონაკვეთზე ავტოტარნსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
ეროვნულმა ბანკმა (17 ოქტომბერი, 2016) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0215 პუნქტით გაუფასურდა.
საქართველოს შეიარაღებული ძალების III ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონი „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში ოფიციალურად ჩაერთო. V ქვეითი ბრიგადის 52-ე ბატალიონმა კი, სამშვიდობო მისია უკვე დაასრულა. უფლებამოსილების გადაცემის ცერემონიალი ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე გაიმართა.
იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, იმისთვის რომ "ქართულ ოცნებას" პარლამენტში კომფორტული უმრავლესობა ჰქონდეს, მეორე ტური გადამწყვეტი იქნება.
წინასწარ გაყალბებულ არჩევნებს და მეორე ტურს ვემიჯნები, - განუცხადა ჟურნალისტებს „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ.
„ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერის განცხადებით, ერთი საარჩევნო უბნის გახსნაც კი "თავდაყირა დააყენებს არჩევნების შედეგებს".
"ეროვნული ფორუმის" ლიდერის, კახა შარტავას განცხადებით, "ერთიან ნაციონალურ მოძრაობასა" და "ეროვნულ ფორუმს" შორის მოლაპარაკებებს ადგილი არ ჰქონია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.