4 ტელევიზიის დაკვეთით ჩატარებული ეგზიტ პოლის პირველად შედეგებს გამოეხმაურა ყოფილი პრემიერ მინისტრი ბიძინა ივანიშვილი და აღნიშნა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ შთამბეჭდავი გამარჯვება მოიპოვა.
მე ვეუბნები ხელისუფლებას - ამაზე უგუნური ნაბიჯი არაფერი არ შეიძლება მოიფიქრონ, თუ გაბედავთ უბრალოდ, რომ ეს შედეგები დარჩეს, პირობას ვაძლევ ამ ხელისუფლებას, რომ ეს ხელისუფლება გადაყვება ამ ამბავს, - აცხადებს "პატრიოტთა ალიანსის" ერთ-ერთი ლიდერი დავით თარხან-მოურავი ეგზიტ პოლის პირველად შედეგებთან დაკავშირებით.
გერმანულ-ამერიკული კომპანიის GFK-ის ეგზიტ პოლის შედეგებს დავით ბაქრაძე საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ხვალ დილით მთელი საქართველოს მოსახლეობა დარწმუნდება, რომ ამ არჩევნებში „ნაციონალური მოძრაობა“ პირველ ადგილზეა.
ჩემო მეგობრებო, მინდა მოგილოცოთ ეს უდიდესი გამარჯვება ჩვენი სახელმწიფოსი, ჩვენი სამშობლოს გამარჯვება, თითოეული ჩვენგანის გამარჯვება. ეს გამარჯვება არის დიდი ბრძოლით მოპოვებული - გილოცავთ, - ასე მიმართა მხარდამჭერებს საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ეგზიტ პოლის პირველადი შედეგების გამოქვეყნების შემდეგ.
"ქართული ოცნების" წევრი მამუკა მდინარაძე GFK-ს მიერ გამოქვეყნებულ ეგზიტ პოლის შედეგებს უნდობლობას უცხადებს.
გერმანულ-ამერიკულმა კომპანია GFK-მ მთელი ქვეყნის მასშტაბით ეგზიტ პოლის შედეგები გამოაქვეყნა.
ოთხმა ტელეკომპანიამ - „იმედმა“, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, „მაესტრომ“ და GDS–მა ერთობლივად ჩატარებული ეგზიტ პოლის შედეგები გამოაქვეყნეს.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) სპიკერის, ანა მიქელაძის განცხადებით, 17:00 საათის მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობამ 42.05% შეადგინა.
ეს არჩევნები იმ მილიარდერ ივანიშვილს აქვს წაგებული, - განაცხადა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, ნიკა მელიამ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე.
მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ გარკვეული პოლიტიკური ძალების უსუსური პროვოკაციული ქმედებები ქართველი ხალხის არჩევანს საფრთხეს ვერ შეუქმნის, - აღნიშნული განცხადება პარტია "ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.