მარნეულის 48–ე საარჩევნო უბანთან მომხდარ დაპირისპირებას გამოეხმაურა მოძრაობა „სახელმწიფო ხალხისთვის“ ლიდერი პაატა ბურჭულაძე და პრემიერ მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს მოუწოდა, დამარცხება აღიაროს.
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის თქმით, ვინც საარჩევნო პროცესებისთვის ჩრდილის მიყენებას და სამართალდარღვევის ჩადენას ცდილობს, ძალიან მკაცრად დაისჯება.
მარნეულის რაიონის სოფელ ყიზილაჯლოში პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და ბლოკი „პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის“ მომხრეები 48-ე საარჩევნო უბანზე შეჭრას და საარჩევნო ყუთის გატაცებას შეეცადნენ, - აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
მარნეულის 48–ე საარჩევნო უბანთან მომხდარ დაპირისპირებას გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე, რომელიც პროვოკაციის მოწყობაში „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ახმედ იმამყულიევის მხარდამჭერებს ადანაშაულებს.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ წევრის, გიორგი ტუღუშის განცხადებით, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აქტივისტებმა მარნეულის 48-ე საარჩევნო ოლქი დაარბიეს.
არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ინფორმაციით, ამ ეტაპზე 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები მშვიდ გარემოში მიმდინარეობს.
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში ხმა გლდანის 74-ე საარჩევნო უბანზე მისცა.
თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიას განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი წევრის, გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების ფაქტზე საზოგადოება უფრო მეტ ინფორმაციას ახლო მომავალში მიიღებს.
„ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ პარტიის მხარდამჭერები არიან აქტიურები, თუმცა თითოეული ხმა გადამწყვეტია და მოუწოდა მათ ვინც ჯერ კიდევ არ ყოფილა საარჩევნო უბნებზე რომ მივიდნენ და გააკეთონ საკუთარი არჩევანი.
„ამ დროისთვის, საერთო ჯამში ყველა საოლქო საარჩევნო კომისიაში შეტანილია 46 საჩივარი“,-განაცხადა ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპიკერმა, ანა მიქელაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.