შინაგან საქმეთა სამინისტრომ გორში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ ირაკლი ოქრუაშვილთან დაკავშირებით მომხდარ ინციდენტზე გამოძიება დაიწყო.
გორში, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს, თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ირაკლი ოქრუაშვილს ამომრჩევლებთან შეხვედრის დროს ცეცხლი გაუხსნეს.
„გვინდა გამოვეხმაუროთ გუშინ ზუგდიდში, სოფელ დიდინეძში მომხდარ ინციდენტს. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ კიდევ ერთხელ გამოავლინა თავისი სახე“,-განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ.
სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი სამართალდამცავ უწყებებს მოუწოდებს, დროულად და ეფექტურად გამოიძიონ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდინეძში მომხდარი ძალადობის ფაქტი და ადეკვატური რეაგირების გარეშე არ დატოვონ ძალადობის არც ერთი გამოვლინება.
საქართველოს მოქმედი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ყოფილ პრეზიდენტს, ოდესის ოლქის გუბერნატორს, მიხეილ სააკაშვილს მოუწოდებს, საქართველოში მიმდინარე საარჩევნო პროცესში არ ჩაერიოს.
„მინდა, დაგიდასტუროთ უდიდესი პატივისცემა და გითხრათ, რომ, თქვენი ჩართულობის გარეშე, განათლების, პოლიტიკის და განათლების სისტემის გაუმჯობესების მიმართულებით, ნაბიჯი არ იქნება გადადგმული; ეს არის ჩვენი მთავარი გზავნილი დღეს“, - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა პედაგოგებს, რომლებსაც წინასწარ მიულოცა პროფესიული დღესასწაული.
ხობის მუნიციპალიტეტში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ირაკლი (დაჩი) ბერაიას განცხადებით, „ქართულ ოცნებას“ ქვეყანაში დესტაბილიზაცია არ აწყობს.
საკონსტიტუციო სასამართლოში სამი ახალი მოსამართლის, ირინა იმერლიშვილის, გიორგი კვერენჩხილაძის და თეიმურაზ ტუღუშის ფიცის დადების ცერემონია გაიმართა.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდინეძში „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ნაცემი წევრები საავდმყოფოში წუხელ, "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ირაკლი ბერაიამ და ხობის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოინახულეს.
„რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა მცდარი ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტში ვახტანგ ხმალაძის გამო ჩავარდა ხმაურის საწინააღმდეგო კანონი“,-ნათქვამია პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის განცხადებაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.