ძალიან კარგად მახსოვს ყველა კრიზისული ვითარება, როდესაც მიხეილ სააკშვილი, დედის კალთას რომ ამოეფარება პატარა ბავშვი, ისე იყო ჩემს კალთას ამოფარებული. როცა მე აღარ ვყავდი, გორში თოხნა კიდეც ცხვირით მიწა,- აცხადებს "ეროვნულ-დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი ნინო ბურჯანაძე.
”მე მივმართავ ჩვენი შტაბის წევრებს, ჩვენს მაჟორიტარებს და მხარდამჭერებს - კიდევ ცოტა გავიჭირვოთ, - აღნიშნული განცხადება მოძრაობა ”პაატა ბურჭულაძე-სახელმწიფო ხალხისთვის” ლიდერმა, პაატა ბურჭულაძემ საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა.
ქართული ენა მდიდარია ძმობის, მეგობრობის და ადამიანთა შორის სიახლოვის გამომხატველი გამოთქმებით, მათ შორისაა ერთი მეტად კეთილშობილი და გულწრფელი გამოთქმა - ”შენ გენაცვალე”, რომლითაც გამოვხატავთ სურვილს შევენაცვლოთ სხვა ადამიანს, ვიტვირთოთ მისი გასაჭირი, საკუთარი სიცოცხლით შევეხიდოთ მას, - ბრძანა რომის პაპმა ფრანცისკე პირველმა სვეტიცხოვლის ტაძარში.
”გულითადად მოგესალმებით საქართველოს ეკლესიის უძველეს და უმნიშვნელოვანეს ტაძარში, სვეტიცხოველში, სადაც განსაკუთრებული სიწმინდეები განისვენებს", - ასე მიმართა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილიამ მეორემ სვეტიცხოვლის ტაძარში, რომის პაპს.
არასდროს არ დაბრუნდება საქართველოში ის დრო, ის ხელისუფლებები, რომლებიც თავიანთ მოქალაქეებზე იძალადებენ, - ”ქართული ოცნების” პრესსამსახურის ცნობით, პარტიის გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ აღნიშნული განცხადება დიდუბის მე-15 და მე-16 ოლქებში პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენისას გააკეთა.
"პაატა ბურჭულაძე-სახელმწიფო ხალხისთვის" ლაგოდეხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ლაშა დვალიშვილი ლაგოდეხის პოლიციის სამმართველოში დაკითხვაზე იმყოფება.
დღეს აღარ არის თავქარიანი პოლიტიკოსების დრო, დღეს არის სტაბილურად, მაგრამ სწრაფად საქართველოს წინსვლის დრო, - განაცხადა პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა დიდუბის ოლქის ამომრჩევლებთან შეხვედრაზე.
პუტინმა ივანიშვილს მიუგდო თავისი ფული და უთხრა - აჰა, ჩამომაშორე სააკაშვილიო, -აღნიშნული განცხადება საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა აშშ-ში ქართულ დიასპორასთან გამართულ შეხვედრაზე გააკეთა.
ნამდვილად ვაპირებ საქართველოში ჩასვლას და ნამდვილად ვაპირებ არჩევნების შედეგების დაცვას, - აღნიშნული განცხადება საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, ოდესის ოლქის გუბერნატორმა, მიხეილ სააკაშვილმა აშშ-ში ქართულ დიასპორასთან შეხვედრაზე გააკეთა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.