"პატრიოტთა ალიანსის" საარჩევნო რგოლი, ანტითურქული კამპანიის გამო, "რუსთავი 2"-ის ეთერიდან მოიხსნა. აღნიშნულთან დაკავშირებით, სამაუწყებლო კომპანიის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.
თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ცნობით, თბილისის მეტროპოლიტენის ახმეტელი-ვარკეთილის ხაზზე გარკვეული დროით მატარებლების მოძრაობა შეჩერებული იყო.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის თქმით, 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები ვერ გაყალბდება იმისდა მიუხედავად, რომ "ივანიშვილს არ შეუძლია, რომ რაღაც არ გააყალბოს", თუმცა, როგორც ოდესის გუბერნატორმა თქვა, მისთვის " ”რუსთავი 2”-ის ეგზიტპოლის შედეგები" იქნება სანდო.
ვაშინგტონის შტატის ჩრდილო-დასავლეთში მდებარე ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში ცეცხლსასროლი იარაღით 4 ადამიანია მოკლული, მსროლელები კი გაქცეულები არიან. ინფორმაციას ამის შესახებ "როიტერსი" პოლიციის მიერ სოციალურ მედიაში გამოქვეყნებულ განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
საქალაქო სასამართლო შეშფოთებას გამოთქვამს მამუკა ახვლედიანის მიერ გაკეთებული „ცილისმწამებლური განცხადებების“ გამო.
თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ და განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსმა, ირაკლი გვილავამ კულა გლდანელის სახელობის საჭიდაო დარბაზი გახსნეს.
გია ვოლსკის განცხადებით, ის, რომ ოდესის ოლქის გუბერნატორი, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებთან რევოლუციურ სცენარს განიხილავს, რეალურია.
თბილისის მერი დავით ნარმანია კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრთან, მიხეილ გიორგაძესთან ერთად ტრადიციული რეწვის და დიზაინის სამიტის, „ეთნოფესტ 2016“-ის გახსნას დაესწრო.
„ჩვენ დემოკრატიული არჩევნების გზით გავივლით ამ პერიოდს“, - განაცხადა „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ერთ-ერთმა წევრმა, თამარ ჩუგოშვილმა ჟურნალისტებთან, დღეს გამოქვეყნებულ ჩანაწერებზე საუბრისას.
საქართველოს პრეზიდენტი დღეს იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კურსის სტუდენტებს შეხვდა და საჯარო ლექცია წაიკითხა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.