„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სალომე სამადაშვილი პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის მიერ მოქმედი და ყოფილი პრემიერებისადმი მიწერილი წერილის გამოქვეყნებას ეხმაურება.
"რესპუბლიკური პარტიის" წევრი თამარ კორძაია დავით უსუფაშვილის მიერ 2011 წლის მარტში ბიძინა ივანიშვილისა და გიორგი კვირიკაშვილისადმი მიწერილი წერილის გამოქვეყნებას ეხმაურება.
თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ბრალდებული ერმილე აკოფაშვილი დამნაშავედ სცნო განზრახ მკვლელობის მცდელობაში და საბრძოლო მასალის - ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვასა და ტარებაში საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით, 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით.
"ერთანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი სერგი კაპანაძე დავით უსუფაშვილის მიერ ბიძინა ივანიშვილისა და გიორგი კვირიკაშვილისადმი 2011 წლის 11 მარტს მიწერილი წერილის გამოქვეყნებას ეხმაურება.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას განცხადებით, საქართველოს ისტორიაში პირველად, ცესკო-ში არჩევნების დღეს ხმის დათვლის პროცესის ტრანსლაცია მოხდება.
"რესპუბლიკური პარტიის" წევრი ლევან ბერძენიშვილი თანაპარტიელის, დავით უსუფაშვილის მიერ ბიძინა ივანიშვილისა და გიორგი კვირიკაშვილისადმი 2011 წლის 11 მარტს მიწერილი წერილის გამოქვეყნებას ეხმაურება.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დღეს რექტორის არჩევნები გაიმართება. განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა აღნიშნულ ფაქტს ეხმაურება და აცხადებს, რომ "გამოუცდელი ადამიანი თსუ-ის რექტორად არ გვჭირდება და გამოცდილი ან კომერციული სექტორიდან იქნება ან საჯარო".
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში რექტორობის კანდიდატების მოსმენა დაიწყო. კენჭისყრის დაწყებამდე აკადემიური საბჭოს 36 წევრი უნივერსიტეტის რექტორობის სამ კანდიდატს, გიორგი შარვაშიძეს, გიორგი ბარამიძესა და ცირა ბარამიძეს შეკითხვებს დაუსვამს.
მოსკოვში, გოლიანოვოს რაიონში, პლასტმასის პროდუქციის საწყობში გაჩენილი ხანძრის ჩაქრობისას, ჭერის ჩამონგრევის შედეგად 8 მეხანძრე-მაშველი დაიღუპა.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დღეს რექტორის არჩევნები ჩატარდება. არჩევნებში მონაწილეობას სამი კანდიდატი, ფილოსოფოსი გიორგი ბარამიძე, განათლების მინისტრის ყოფილი მოადგილე გიორგი შარვაშიძე და უნივერსიტეტის პროფესორი ცირა ბარამიძე მიიღებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.