სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში იან კელისთან შეხვედრა გამართა.
საგურამოჰესი საქართველოს ერთიან ენერგოსისტემაში 25 სექტემბრიდან ჩაერთვება. ახალი ჰიდროელექტროსადგურის გახსნის ოფიციალური ცერემონია კვირას, 25 სექტემბერს, 13:00 სთ-ზე, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ საგურამოში გაიმართება.
ქობულეთის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები უკრაინის სხვადასხვა ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებს შეხვდნენ.
ძლიერმა წვიმამ თბილისის გარკვეულ უბნებში საცხოვრებლები და სარდაფები დატბორა. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო იტყობინება, რომ ძლიერი წვიმის გამო გამოძახებები სამგორის, დიდუბისა და ჩუღურეთის რაიონებში დაფიქსირდა.
საფრანგეთის რესპუბლიკაში, დაბა ლევილის ტერიტორიაზე ხელი მოეწერა ლევილის მამულის საქართველოსათვის გადმოცემის აქტს, რითაც დასრულდა 25-წლიანი ისტორიული პროცესი და მამული მის კანონიერ მემკვიდრეს, ქართველ ხალხს დაუბრუნდა.
კახეთის რეგიონში რთველი გრძელდება. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, 23 სექტემბრის 14:00 საათის მონაცემების მიხედვით, რთველის 2016-ის ფარგლებში 67,5 ათას ტონამდე ყურძენი გადამუშავდა.
მიმდინარე წლის პირველი ნოემბრიდან, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, მიმოქცევაში 100 ლარის ნომინალის განახლებული ბანკნოტები გამოვა და მიმოქცევაში იქნება ძველი ემისიების ბანკნოტებთან ერთად.
უფროსი სერჟანტი ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრს დაარსებიდან სამი წელი შეუსრულდა. ცენტრის პირად შემადგენლობას იუბილე საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ მიულოცა.
ეროვნულმა ბანკმა დღეს (23 სექტემბერი, 2016) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0008 პუნქტით გაუფასურდა.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახლადარჩეული რექტორი, გიორგი შარვაშიძე აცხადებს, რომ აპირებს იმ კონცეფციის შესრულებას, რომელიც აკადემიურ საბჭოს წარუდგინა
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.