ვიძლევით პირობას, რომ ოთხი წლისთავზე, ჩვენ გვექნება თვისობრივად განსხვავებული საქართველო, თავისი ინფრასტრუქტურით, თავისი კეთილმოწყობით, - განაცხადა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა, მდივანმა კახა კალაძემ საგარეჯოში, სადაც ადგილობრივებს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი რომან მუჩიაშვილი წარუდგინა.
დედოფლისწყაროში 25 საწოლზე გათვლილი, უახლესი სამედიცინო აპარატურით აღჭურვილი მრავალპროფილიანი კლინიკა გაიხსნა.
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელი რომან გოცირიძე აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილის „მოქალაქის“ მიერ ორგანიზებულ ორ ფორუმს ესწრებოდა, თუმცა ვინაიდან ქვეყნის და ეკონომიკის განვითარებისთვის საჭირო წინადადებები ვერ მოისმინა, შემდგომ ფორუმებზე აღარ მისულა.
არ მაქვს ილუზია, რომ ყველაფერი იდეალურად იყო, მაგრამ არ ყოფილა უხეში შეცდომა, რასაც შეიძლებოდა ეკონომიკაზე პრინციპული გავლენა მოეხდინა, - განაცხადა ყოფილმა პრემიერ მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა ორგანიზაცია „მოქალაქის“ ინიციატივით გამართულ ფორუმზე.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგებლი, დავით ჯანიკაშვილი წნორში ჟურნალისტსა და ყოფილ რწმუნებულს შორის მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით, კომენტარს აკეთებს. მისი თქმით, თამაზ მათეშვილსა და გელა მთივლიშვილს შორის "პატარა ინციდენტი" მოხდა, "ჩხუბი და ხელჩართული ომი" არ ყოფილა.
მინდა შეკითხვა დაგისვათ ბიზნესმენებს - რამდენად აქტიურები ხართ თქვენ დღეს? რამდენად ცდილობთ განუმარტოთ საზოგადოებას ის გარდაქმნები, რაც ქვეყანაში მოხდა, - მიმართა ყოფილმა პრემიერ მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა ორგანიზაცია „მოქალაქის” მიერ ორგანიზებულ ფორუმზე ბიზნესმენებს.
"რომან გოცირიძე ბიზნესთან ვერ ბედავს და პროფესიონალებთან ვერაფერს, ცდილობს რომ ხალხი, რომელსაც ეკონომიკური განათლება არ აქვს სიბნელეში ამყოფოს", - აღნიშნული განცხადება საქართველოს ყოფილმა პრემიერ მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა სასტუმრო ”ქორთიარდ მარიოტში“ გააკეთა, სადაც ორგანიზაცია ”მოქალაქის” ინიციატივით, ფორუმი ”ეკონომიკური განვითარება - მიღწევები და პერსპექტივები” მიმდინარეობს.
წნორის რწმუნებული თამაზ მათეშვილი გუშინ ჟურნალისტთან მომხდარი დაპირისპირების გამო, თანამდებობას ტოვებს.
China Southern Airlines-მა პეკინსა და თბილისს შორის, 23 სექტემბერს პირველი პირდაპირი რეისი განახორციელა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტმა შს მინისტრს, გიორგი მღებრიშვილს ერთი წლის მანძილზე განხორციელებული საქმიანობის ანგარიში წარუდგინა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.