თერჯოლის მუნიციპალიტეტში 2016 წლის გეგმით განსახორციელებელი ყველა მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი დასრულდა. როგორც Guardian.ge-ს თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, თეიმურაზ ჯაფარიძემ განუცხადა, აღნიშნულ პროექტებზე ჯამში, დაახლოებით 3 მლნ ლარი დაიხარჯა.
"საქმე წარმოებაში აქვს მთავარ პროკურატურას და მე არ ვარ უფლებამოსილი, გავამჟღავნო რაღაც დეტალები“,-განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა „იმედის“ ეთერში, დემურ სტურუას საქმეზე საუბრისას.
პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე მიიჩნევს, რომ პერსპექტივა, რომ "ნაციონალებმა" ხალხი აიყოლიონ და რევოლუცია მოახდინონ, ფაქტობრივად, არ არსებობს, რადგან, როგორც პოლიტოლოგი აცხადებს, როდესაც ნაციონალური მოძრაობის რევოლუციურ რესურსზე ლაპარაკობენ, "უპირველეს ყოვლისა, ასაწონია საგარეო რესურსი, რაც 2003 წელს გადამწყვეტი იყო.
საარჩევნო ბლოკი „თოფაძე, მრეწველები, ჩვენი სამშობლო“ საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებს.
თუ ვირტუალური მოსამართლეები არსებობენ და მათზეა ზეწოლა, მაშინ გვითხრას ბატონმა პაპუაშვილმა, - განაცხადა პარტია ”ქართული ოცნების” საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, კახა კალაძემ.
ირაკლი ოქრუაშვილს არაფერი გამოუვა, კარგად გვახსოვს მის მიერ სატელევიზიო ეთერში აფრიალებული დოკუმენტები ოპონენტების წინააღმდეგ - ცდილობდა, ხალხი ამ მეთოდით შეეშინებინა - მისი დოკუმენტების ფრიალი უკვე ტრაგიკომედიას ემსგავსება, - ქიბარ ხალვაში.
პაატა ბურჭულაძის ქართულ პოლიტიკაში მოსვლას აფასებს პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე. იგი მიიჩნევს, რომ "ფაქტობრივად, ჩამოყალიბებული პარტია ბურჭულაძემ დაშლის პირას მიიყვანა". საყვარელიძის აზრით, მიუხედავად იმისა, რომ მას იმთავითვე მიაჩნდა, რომ ბურჭულაძის პოლიტიკაში მოსვლა "ნაციონალურ მოძრაობას" უკავშირდებოდა, ბურჭულაძეს "რომელიმე პოლიტიკური ძალის კონკრეტული სცენარით არ უმოქმედია".
ნაძალადევის რაიონში „თავისუფალი დემოკრატების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ლევან მელიქიამ კანდიდატურა ამავე რაიონში "ქართული ოცნების" კანდიდატის, სოფო კილაძის სასარგებლოდ მოხსნა.
შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა შსს-ს აკადემიის თანამშრომლებს ახალი რექტორი, გივი მიქანაძე წარუდგინა.
შეერთებული შტატების პრეზიდენტობის დემოკრატ კანდიდატს, ჰილარი კლინტონს, მისი ექიმების განცხადებით, პნევმონიაზე მკურნალობა უტარდება, მას შემდეგ რაც იგი 11 სექტემბრის ცერემონიიდან შეუძლოდ ყოფნის გამო წაიყვანეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.