მე ვერ დაგისახელებთ ზუსტ ვადებს, მაგრამ ვაღიარებ იმ პროგრესს, რომელიც ქვეყანამ მიაღწია და მაღალ შეფასებას ვაძლევ მჭიდრო ურთიერთობას ნატო-საქართველოს შორის, - განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა საქართველოს პრემიერ მინისტრთან, გიორგი კვირიკაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.
„საქართველო ალიანსის მიერ აღიარებულია, როგორც ერთ-ერთი ყველაზე თავსებადი და სანდო პარტნიორი“,-განაცხადა პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ნატო-ს გენერალურ მდივანთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, საქართველო გახდება ნატო-ს წევრი თუ არა, ეს არის ნატო-ს წევრი ქვეყნების გადასაწყვეტი და არც ერთ სხვა მხარეს არ გააჩნია აღნიშნულ პროცესში ჩარევის უფლება.
„ის, რომ ჩრდილოატლანტიკური საბჭო, მონტენეგროს ჩათვლით საქართველოში იმყოფება, მხარდაჭერის და პარტნიორობის დამადასტურებელი სერიოზული გზავნილი გახლავთ“,-განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.
„ერთ თვეში საქართველოში ჩატარდება საპარლამენტო არჩევნები და ეს იქნება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების გზაზე“,-განაცხადა პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ნატო-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) სპიკერის, ანა მიქელაძის განცხადებით, საარჩევნო ადმინისტრაცია ამომრჩევლის მონაცემების ბარათების დარიგებას იწყებს.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) სპიკერის, ანა მიქელაძის განცხადებით, მიმდინარე წლის 12 აგვისტოს მდგომარეობით, ამომრჩეველთა ერთიან სიაში 3 510 514 ამომრჩეველია რეგისტრირებული.
თბილისში, ნაძალადევის რაიონში, ცოტნე დადიანის ქუჩაზე ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში აფეთქება მოხდა. აფეთქება საცხოვრებელ სახლში ბუნებრივი აირის დაგროვებამ გამოიწვია, რის შედეგადაც კედელი დაინგრა. შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი მსუბუქად დაშავდა.
პარლამენტის ვიცე სპიკერის, მანანა კობახიძის განცხადებით, ქვეყანაში საარჩევნო პროცესი მიმდინარეობს და შესაბამისი რაოდენობის დეპუტატების სხდომათა დარბაზში მისვლა საკმაოდ რთულია.
ეროვნულმა ბანკმა დღეს (7 სექტემბერი, 2016) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0030 პუნქტით გაუფასურდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.