საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ნატო-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს ხვდება. შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციაში რამდენიმე წუთის წინათ დაიწყო.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა პლენარული სხდომის ჩაშლის გამო, ქუთაისში ჩასულ პირებსა და ამომრჩეველს ბოდიში მოუხადა. უსუფაშვილი იმედოვნებს, რომ "8 ოქტომბერს ისეთი პარლამენტი იქნება არჩეული, რომელიც აღებულ პასუხისმგებლობას პირველი დღიდან ბოლო დღემდე ღირსეულად ატარებს”.
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, იან კელის განცხადებით, საქართველომ უნდა შეძლოს რუსეთიდან მომდინარე აგრესიის შეჩერება, რაშიც აშშ-ის მხარდაჭერა სჭირდება.
ნატო-ს გენერალური მდივნის ხელმძღვანელობით ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზის მხარდაჭერად აფასებს საქათველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე.
ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის ხელმძღვანელობით ჩრდილოატლანტიკური საბჭო უკვე საქართველოშია.
„საქართველოს ბანკს“ ახალი გენერალური დირექტორი კახაბერ კიკნაველიძე უხელმძღვანელებს. როგორც „საქართველოს ბანკში“ აცხადებენ, კახა კიკნაველიძემ შეცვალა მურთაზ კიკორიას, რომელიც საქმიანობას საბანკო სექტორს მიღმა განაგრძობს.
ბიძინა ივანიშვილის წინასაარჩევნო კამპანიაში ჩართვის საკითხს აფასებს პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე. იგი მიიჩნევს, რომ ყოფილი პრემიერ მინისტრის გააქტიურება "თითიდან გამოწოვილი და უსაფუძვლო არ გახლავთ" და ის "რაღაც აუცილებლობამ გამოიწვია".
პარლამენტის პლენარული სხდომა, კვორუმის უქონლობის გამო, ამ დრომდე ვერ იწყება. სესია 13.00 საათისთვის იყო ჩანიშნული. პარლამენტში ამ დროისთვის სულ 14 დეპუტატი იმყოფება, მათ შორის საკანონმდებლო ორგანოში არიან „რესპუბლიკური პარტიის“ წარმომადგენლები.
დავით ბაქრაძის განცხადებით, ნატო-ს გენერალური მდივნის ხელმძღვანელობით ჩრდილოატლანტიკური საბჭოს საქართველოში ვიზიტი კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გიორგი ვოლსკი "რესპუბლიკური პარტიის"ლიდერის, დავით უსუფაშვილის მიერ ამერიკული ბაზების საქართველოს ტერიტორიაზე განთავსებასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას არაკომპეტენტურს უწოდებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.