საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, შს სამინისტროს დელეგაციასთან ერთად, სამუშაო ვიზიტად გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში გაემგზავრა. შს მინისტრი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სამი ფედერალური მიწის: საქსოონის, ჰესენის და ბადენ-ვიურტენბერგის შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდება.
„გაუგებარია, რას ნიშნავს საკონსტიტუციო სასამართლოს განცხადება. დარწმუნებული ვარ, რომ არანაირი განხილვა მოსამართლეების მხრიდან სასამართლოში არ ყოფილა“, - აცხადებს „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე.
თვითმკვლელის მიერ, სამხრეთ იემენის ქალაქ ადენში, ადგილობრივი მილიციის განყოფილებასთან ბომბის აფეთქების შედეგად, სულ მცირე 45 ადამიანი დაიღუპა, 60 დაიჭრა. დაჭრილები საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. აღნიშნულ ინფორმაციას ახალი ამბების სააგენტო "როიტერსი" ავრცელებს.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ირაკლი ხერგიანმა ჩქაროსნული ავტომაგისტრალის სამტრედია-გრიგოლეთის მონაკვეთზე მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა.
ჩვენ, ევროპელები თქვენს გვერდით ვართ, როცა რუსეთი არღვევს საერთაშორისო სამართალს, - აღნიშნული განცხადება გუშინ, თბილისში გამართულ ბრიფინგზე ევროპის სახალხო პარტიის ვიცე პრეზიდენტმა, ევროპარლამენტარმა დევიდ მაკალისტერმა გააკეთა.
გჭირდებათ თანხა სასწრაფოდ? გაიგეთ სწრაფი სესხის პირობები მარტივად, მხოლოდ ერთ სივრცეში. ვებგვერდი www.sesxebi.ge სრულიად უფასო სერვისია იმ მომხმარებლებისთვის, ვინც კრედიტის აღებას აპირებს. ვებგვერდზე წარმოდგენილია სწრაფი სესხის გამცემი კომპანიები, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები და ბანკები.
ინდოეთში წყალდიდობის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 300-მდე გაიზარდა. ძლიერმა წვიმებმა მდინარე განგის ადიდება გამოიწვია, რის გამოც 200 ათასამდე ადამიანი იძულებული გახდა თავი ჰუმანიტარული ბანაკებისთვის შეეფარებინა.
დღეს მოძრაობა ”სახელმწიფო ხალხისათვის” ლიდერი პაატა ბურჭულაძე დასავლეთ საქართველოში პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს წარადგენს. პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, კანდიდატების წარდგენა განმუხურში გაიმართება.
”ქართულ ოცნებას” აქვს პრობლემები და მრავალი ნაკლი, თუმცა ”ერთი რამ ცხადია - დღეს დამნაშავე ხელისუფლება არ გვყავს" - აღნიშნული განცხადება მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში გააკეთა.
შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, 1975 წელს დაბადებული რ. გ. დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ბრალდებით დააკავეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.