თურქეთის ავიაიერიშებს სირიაში სულ მცირე 25 ადამიანი ემსხვერპლა. დარტყმები ავიაციამ ქალაქ ჯარაბლუსის მახლობლად განახორციელა. თურქეთის სამხედრო მაღალჩინოსნების ცნობით, დაღუპულები არიან ქურთი მებრძოლები.
ფილიპინებზე მოქმედი ექსტრემისტული დაჯგუფება „მაუტეს“ დაახლოებით, 20 „ბოევიკი“ ქალაქ მარავიში მდებარე ციხეს თავს დაესხა, დაცვა განაიარაღა, საკუთარი თანამებრძოლები გაათავისუფლა და იარაღი წაიღო.
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი „შენი ხმა ჩვენი მომავლია“ კამპანიის ფარგლებში, ამბროლაურში საზაფხულო სკოლას ეწვია და პროექტის მიმდინარეობას გაეცნო.
დღეს დილით ისრაელიდან ჩამოტანილი ანჩისხატის კანონიკური ასლი სასულიერო პირებისა და მრევლის თანხლებით, ხელოვნების მუზეუმში გადააქვთ, რამდენიმე საათში კი ხატს ანჩისხატის ტაძარში მიაბრძანებენ.
უკრაინის დედაქალაქ კიევში რუსი ჟურნალისტი ალექსანდრ შეტინინი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. 112.ua-ს ცნობით, ცხედარი მისმა მეგობრებმა კონსტანტინოვის ქუჩაზე მდებარე მისი ბინის აივანზე ნახეს.
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მარიამობის სადღესასწაულო წირვას ამბროლაურში, ბარაკონის ღვთისმშობლის ტაძარში დაესწრო და მოსახლეობას დღესასწაული მიულოცა.
საკონსტიტუციო სასამართლო „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელ მდივანს, ირაკლი კობახიძეს სასამართლოს საქმიანობაში უხეშ ჩარევაში ადანაშაულებს. Guardian.ge საკონსტიტუციო სასამართლოს განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საქართველოს მოსახლეობას მარიამობის დღესასწაულს ულოცავს. მთავრობის მეთაური სიონის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში იმყოფებოდა, სადაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით საზეიმო წირვა აღავლინა.
საქართველოს პრემიერ მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, გიორგი პაპუაშვილის განცხადება არარეალისტურ მონათხრობს ჰგავს. ამის შესახებ მთავრობის მეთაურმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
საბერძნეთიდან საქართველოში ჩამოსულმა დრამის მიტროპოლიტმა პავლემ დღეს სიონის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს ქართველი ღირსი მამის, გიორგი კარსლიდისის წმინდა ნაწილი გადასცა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.