ეროვნულმა ბანკმა დღეს (24 აგვისტო, 2016) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0187 პუნქტით გაუფასურდა.
ხონში, მუნიციპალური განვითარების ფონდის დაკვეთით შ.პ.ს. „ჯ და ჯ“-მ სოფელ ჯიხაიშში 3.5 კმ-იანი საავტომობილო გზის კეთილმოწყობის სამუშაოები დაიწყო. ამის შესახებ Guardian.ge–ს ხონის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს.
„ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერის განცხადებით, „ქართულ ოცნებას“ რომ სდომოდა ერთსქესიანთა ქორწინების აკრძალვის შესახებ გადაწყვეტილების მიღება, მიიღებდა, რადგან ამის საფუძველი ჰქონდა.
20-21-22 აგვისტოს, სასტუმრო „წყალტუბო სპა-რეზონში“ ორგანიზაცია „ადამიანი გაჭირვებაში“ PIN-ის მიერ ორგანიზებული იყო ტრენინგი ხონისა და ტყიბულის მუნიციპალიტეტების მრჩეველთა საბჭოებისათვის. სამუშაო საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრმა განახორციელა.
ქობულეთის გამგეობაში მიწის აღიარების კომისია მუშაობას შეუდგა, რომელიც დროებით მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთის საკუთრებაში აღიარების შესახებ საკითხებს განიხილავს. ამის შესახებ Guardian.ge–ს ქობულეთის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს.
თბილისის მერი დავით ნარმანია რიგგარეშე ანგარიშით საკრებულოს წინაშე პარასკევს, 26 აგვისტოს წარსდგება. აღნიშნულის შესახებ დედაქალაქის მერმა მერიაში გამართულ შეხვედრაზე თავად განაცხადა.
იგეგმება ქუთაისი-თეთნულდის შემაერთებელი გზის მშენებლობა, რომელიც ლენტეხისა და მესტიის მუნიციპალიტეტებს შორის "გვირაბების გაყვანასაც" გულისხმობს.
კრასნოდარში ცეცხლსასროლი ავტომატური იარაღით დაჭრილი ცნობილი ქართველი ბიზნესმენის, მინდია გულუას ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. აღნიშნული ინფორმაცია Guardian.ge–ს გულუას ოჯახთან დაახლოებულმა პირმა, დაჭრილი ბიზნესმენის ოჯახის ერთ–ერთ წევრზე დაყრდნობით განუცხადა.
ათეულობით თურქულმა ტანკმა თურქეთ–სირიის საზღვარი გადაკვეთა და სირიის ტერიტორიაზე შევიდა მას შემდეგ, რაც ანკარამ ე.წ. ისლამური სახელმწიფოს სამიზნეებს საარტილერიო ცეცხლი გაუხსნა, ზოგიერთი სამიზნე კი სამხედრო თვითმფრინავებით დაბომბა.
მთავრობა ქუთაისი-თეთნულდის შემაერთებელი გზის მშენებლობას და ჯვარი-თეთნულდის გზის რეაბილიტაციას გეგმავს. მთავრობის მეთაურის განცხადებით, აღნიშნული გზების მშენებლობა-რეაბილიტაცია კურორტ თეთნულდის განვითარების ახალი ფაზის დაწყების გარკვეული ეტაპია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.