აჭარას ახალი ტურისტული ადგილი - აგროსერვის ცენტრის ღვინის სახლი შეემატა. აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ცნობით, ობიექტზე, რომელიც ქობულეთში ქალაქიდან 10 წუთის სავალზე მდებარეობს სტუმრებს საშუალება აქვთ გაეცნონ, ადგილზე დააგემოვნონ და შეიძინონ საქართველოში წარმოებული სხვადასხვა სახის ღვინო.

სრულად...

ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ტალახაძე ოქროს მედლისთვის 170 000 ლარით დაჯილდოვდება, ვერცხლის მედალოსანი 102 000 ლარს მიიღებს, ხოლო ბრინჯაოს მედალოსანი - 68 000 ლარს. აღნიშნულს  საქართველოს მთავრობის 21 ივლისის სხდომაზე მიღებული დადგენილება ითვალისწინებს.

სრულად...

საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი დეპუტატ როლანდ ახალაიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე დღეს იმსჯელებს და გადაწყვეტილებას მიიღებს.

სრულად...

ბათუმის პორტთან ზღვამ 35 წლამდე ასაკის მამაკაცის ცხედარი გამორიყა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

სრულად...

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტი დღეს "უბლოკო სტატუსის” შესახებ საინიციატივო ჯგუფის მიმართვის რეგისტრაციაში გატარების საკითხს განიხილავს.

სრულად...

თურქეთს სურს 2023 წლისთვის ევროკავშირის წევრი გახდეს. აღნიშნული განცხადება ევროკავშირში თურქეთის ელჩმა გერმანულ გაზეთთან გააკეთა მას შემდეგ, რაც გერმანიამ განაცხადა, რომ ანკარას ხანგრძლივი და რთული გზის გავლა მოუწევს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე.

სრულად...

საქართველოში საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ტრამპლინზე ხტომისა და ორჭიდის მიმართულების აღმასრულებელი დირექტორი ვალტერ ჰოფერი იმყოფება.

სრულად...

ფოთში სასმელი წყლის ჭაში 40 წლამდე ასაკის მამაკაცის ცხედარი იპოვეს. მომხდარი ფაქტის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ცხედარი მეზობლებმა ნახეს.

სრულად...

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს მაცხოვრის ფერისცვალებას აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით, მცხეთაში, ფერისცვალების სახელობის დედათა მონასტერში სადღესასწაულო-საღმრთო ლიტურგია სრულდება.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი