თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, თბილისში, ყაზბეგის გამზირზე ხეების მოჭრაში გამწვანების და ზედამხედველობის საქალაქო სამსახურები და დედაქალაქის მერი დავით ნარმანია არიან დამნაშავეები.
“გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ წევრის, გიორგი ახვლედიანის აზრით, პარლამენტი “უბლოკო სტატუსთან“ დაკავშირებით შექმნილ საინიციატივო ჯგუფს პრობლემებს ხელოვნურად უქმნის, რათა მან საკონსტიტუციო ინიციატივის პროექტზე ხელმოწერების შეგროვება ვერ შესძლოს.
საქართველოს პრეზიდენტმა ბოლნისის, ზუგდიდის, წალენჯიხის, ჭიათურისა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტების გამგებლებისა და ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის რიგგარეშე არჩევნები 8 ოქტომბერს დანიშნა.
პარლამენტის საპროცედური საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა კვორუმის უქონლობის გამო ჩაიშალა.
"ქართული ოცნების" წევრი ნუკრი ქანთარია "ნაციონალური მოძრაობის" მიერ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მაჟორიტარობის კანდიდატად ყოფილი პირველი ლედის, სანდრა რულოვსის დასახელებას ეხმაურება.
მიმდინარე წლის იანვარ-ივლისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე) 6 548 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 17 პროცენტით მეტია, აქედან ექსპორტი 1 122 მლნ აშშ დოლარს შეადგენს (12 პროცენტით ნაკლები), ხოლო იმპორტი 5 426 მლნ აშშ დოლარს (25 პროცენტით მეტი).
დეპუტატმა ნანა ყეინიშვილმა „ქართული ოცნება“ დატოვა. ყეინიშვილმა აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში განაცხადა.
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა, გიგლა აგულაშვილმა ნადირობის სეზონის დაწყებასთან დაკავშირებით, ბრიფინგი გამართა და საზოგადოებას გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის მარეგულირებელ კანონმდებლობაში ცვლილებებზე ინფორმაცია გააცნო.
“ქართული ოცნების” წევრი ზაქარია ქუცნაშვილი “სახელმწიფო ხალხისთვის”, ”გირჩის”, ”ახალი მემარჯვენეების” და ”ახალი საქართველოს” ერთ საარჩევნო ბლოკად გაერთიანების გადაწყვეტილებას ეხმაურება.
„კორცხელი არის სიმბოლო იმ გამარჯვების, რომელიც მაისში მოვიპოვეთ და ამ მომენტიდან, კორცხელი იქნება სიმბოლო იმ გამარჯვების, რომელსაც მოვიპოვებთ აქაც, ზუგდიდშიც, სამეგრელოშიც და მთელს საქართველოში, იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ხალხი ცხოვრობდეს უკეთ“, -განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბაქრაძემ, კორცხელში, ზუგდიდის რაიონში პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის სანდრა რულოვსის წარდგენისას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.