ქართველმა მოჭიდავე ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა „რიო 2016-ზე“ პირველი გამარჯვება მოიპოვა. 57 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ხინჩეგაშვილმა მერვედფინალურ შეხვედრაში ყაზახეთის წარმომადგენელი ნურისლამ სანაიევი მძიმე ბრძოლაში 4:3 დაამარცხა და მეოთხედფინალში ფინალში გავიდა, სადაც აზერბაიჯანელ ჰაჯი ალიევს შეხვდება.
თერჯოლის მუნიციპალიტეტს ისრაელიდან ტურისტების 12 კაციანი ჯგუფი ესტუმრა. სტუმრებმა მოინახულეს ქართვული გლეხის ოჯახი და მონაწილეობა მიიღეს ქვევრის მოხდაში, ასევე დააგემოვნეს იმერული სამზარეულო და ქვევრის ღვინო ფრიდონ გაბრიჭიძის ჭურისთავზე
”ქართული ოცნების” ერთ-ერთი წევრი, ნუკრი ქანთარია პარტიიდან ნანა ყეინიშვილის წასვლაში ტრაგედიას ვერ ხედავს.
ნინო შაბურიშვილის ფილმი „სტუმარი“ მოკლემეტრაჟიანი ფილმი The BAFTA Qualifying Aesthetica Film Festival-ზე მიიღებს მონაწილეობას. საქართველოს კინოცენტრის ინფორმაციით, ფილმი კინოფესტივალის 2016 წლის ოფიციალურ სელექციაში მოხვდა.
უკრაინის პრეზიდენტი, პეტრო პოროშენკო დარწმუნებულია, რომ ევროკავშირი უვიზო რეჟიმთან დაკავშირებით, ქვეყნისთვის "სასარგებლო" გადაწყვეტილებას რამდენიმე კვირაში მიიღებს.
შპს „ორბი ჯგუფის“ წარმომადგენელის განცხადებით, თბილისში, ყაზბეგის გამზირზე ყველა ხე ნებართვით მოიჭრა და ამის ყველა საჭირო დოკუმენტაცია არსებობს. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, კომპანიას ნებართვა თბილისის მერიისგანაც ჰქონდა.
ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, სულხან ევგენიძემ მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან ერთად, ცეცხლაურის საბავშვო ბაღის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა.
აგროპროექტის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოსირის მკვიდრმა, ზაზა ხარჩილავამ 1.03 ჰა ფართობზე ადგილობრივი ჯიშის თხილის სანერგე მეურნეობა გააშენა.
პოლიტიკური პარტია "სახელმწიფო ხალხისთვის" ლიდერის, პაატა ბურჭულაძის გადაწყვეტილებას, ჩამოაყალიბოს ერთიანი პლატფორმა ჯაფარიძის, ვაშაძის და კაციტაძის ახლადშექმნილ ბლოკთან, პოლიტოლოგი გია ნოდია ეხმაურება.
ეროვნულმა ბანკმა დღეს (19 აგვისტო, 2016) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0116 პუნქტით გამყარდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.