გაერთიანდება თუ არა პარტია „პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის“ საარჩევნო ბლოკთან სახელწოდებით „ვაშაძე-ჯაფარიძე-ახალი არჩევანი“ დღეს საღამოს გახდება ცნობილი.
ქობულეთის გამგებელმა, სულხან ევგენიძემ ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად დაბა ჩაქვში სამედიცინო ამბულატორიის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.
საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი უახლოეს სესიაზე, დეპუტატ როლანდ ახალაიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე იმსჯელებს და გადაწყვეტილებას მიიღებს.
რაჭა–ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის პაპუნა მარგველიძის ინიციატივით დასუფთავების აქცია გაიმართა. აქციაში რწმუნებულის ადმინისტრაციის თანამშრომლებთან ერთად, რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების გამგეობებისა და სხვადასხვა საჯარო თუ კერძო სექტორის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარში წყალმომარაგების მრავალწლიანი პრობლემა მალე მოგვარდება. როგორც Guardian.ge–ს მუნიციპალიტეტის გამგეობიდან აცნობეს, წყალსადენი სისტემის მაგისტრალის სარეაბილიტაციო სამუშაოები ერთ კვირაში დაიწყება.
თურქეთის აღმოსავლეთით, ირანის საზღვართან ახლოს, ვანის პროვინციაში პოლიციის შენობასთან, ტერორისტებმა დანაღმული ავტომობილი ააფეთქეს, რის შედეგადაც სულ მცირე 3 ადამიანი დაიღუპა, 40-ზე მეტი კი დაშავდა.
დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ინიციატივითა და ხელშეწყობით "ახალგაზრდული დღეები - 2016’’ ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო ორმოცდაათმა ადგილობრივმა ახალგაზრდამ.
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება 14 მისამართზე განხორციელდა. გზების რეაბილიტაცია სოფელ საზანოში, ზორვეთში, ბოსლევში, როდინაულში, ქვედა საქარაში, ილემში, წიფლავაკეში, კლდეეთში, კვალითში, არგვეთაში, შორაპანში, გიორგი ნიკოლაძის, უზნაძისა და კვანტრიშვილის ქუჩებზე დასრულებულია.
პარტია „პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის“ საარჩევნო ბლოკთან სახელწოდებით „ვაშაძე-ჯაფარიძე-ახალი არჩევანი“ გაერთიანების საკითხზე შეხვედრას გამართავს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.