"მე შევხვდები რუსეთის ხელისუფლების მმართველ პირებს და ეს ჩვენ დაგვეხმარება, რომ რუსულ - ქართული ურთიერთობები გადავიყვანოთ ახალ ჭრილში და დავიწყოთ იმ პრობლემების დარეგულირება, რომელიც ჩვენი ქვეყნისათვის არის ძალიან მნიშვნელოვანი”, - ნინო ბურჯანაძე.
სამართალდამცავებმა დუშეთის მუნიციპალიტეტში სალოცავის ქურდობის ბრალდებით, ორი პირი დააკავეს. აღნიშნულ ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს.
სირიაში სამთავრობო საპატიმროებში მყოფი დაახლოებით 18 000 ადამიანი დაიღუპა 2011–15 წლებში – ამტკიცებენ, რომ პატიმრების ცემისა და გაუპატიურების შედეგად. აღნიშნულ ინფორმაციას BBC "ამნისთი ინტერნეშენალზე" დაყრდნობით ავრცელებს.
4 ეჭვმიტანილი მებრძოლია მოკლული რუსეთის სპეციალურ ძალებთან ორმხრივი სროლებისას სანკტ პეტერბურგში, საცხოვრებელ კორპუსზე განხორციელებული რეიდისას.
ქობულეთის მუნიციპალიტეტში, ფიჭვნარში საბავშვო ბაღის სამშენებლო სამუშაოები ადგილობრივი ხელისუფლების პირველმა პირებმა დაათვალიერეს.
საარჩევნო ბლოკი „ვაშაძე-ჯაფარიძე-ახალი არჩევანი“ პაატა ბურჭულაძეს ბლოკის ჩამოყალიბებას სთავაზობს. საგანგებოდ გაკეთებულ განცხადებებში ბლოკის ლიდერები აცხადებენ, რომ პაატა ბურჭულაძეს აქვს ყველა რესურსი გააერთიანოს მის გარშემო პროდასავლური პოლიტიკური ძალები, რომლის „ძირითადი ხერხემალი“ თავად პაატა ბურჭულაძე, მამუკა კაციტაძის თქმით, „გავლენიანი, წონადი პოლიტიკური ფიგურა“ იქნება.
ქობულეთში კომახიძის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. როგორც Guardian.ge-ს ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან აცნობეს, ინფრასტრუქტურულ ღონისძიებებს დღეს ადგილობრივი ხელისუფლების პირველი პირები გაეცნენ.
პროკურატურა 2012 წლის ოქტომბრამდე სასჯელაღსრულების სისტემაში პატიმართა წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე განცხადებას ავრცელებს. მასში აღნიშნულია, რომ პროკურატურა მიზანშეწონილად მიიჩნევს საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია ბოლო პერიოდში ინტერნეტსივრცეში გავრცელებულ ვიდეომასალასთან დაკავშირებით.
სახალვაშოში მინი სტადიონის რეაბილიტაცია დასრულდა. ახლად რეაბილიტირებული სპორტული მოედანი ქობულეთის გამგებელმა სულხან ევგენიძემ დაათვალიერა.
დასავლეთ საქართვლოს საოლქო პროკურატურაში დღეს დემურ სტურუას მეგობარი ოლეგ თავაძე დაკითხეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.