ზოგიერთ პოლიტიკურ პირს არ აქვს საერთო კომპლექსური განცდა იმისა, საქართველო დღეს რა პროცესში იმყოფება, - განაცხადა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი მეორე მოადგილის, მეთიუ ბრაიზას განცხადების საპასუხოდ.
მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად დაღუპული ჯარისკაცების ოჯახებს მიუსამძიმრა და დაღუპულთა საფლავები გვირგვინით შეამკო.
პაკისტანის სამხრეთ–დასავლეთ ნაწილში, ქალაქ ყუეტაში საავადმყოფოში ბომბის აფეთქებას სულ მცირე 63 ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ოფიციოზზე დაყრდნობით ავრცელებს.
"რუსეთი, რა თქმა უნდა, არის ოკუპანტი, რუსეთი იქნება თუ აშშ, ოკუპანტი რომ იქნება, გიკვირთ ვინმეს? ამერიკის შეერთებული შტატები არ არის ოკუპანტი? ისიც ოკუპანტია და ისიც", - აღნიშნული განცხადება „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა, თამაზ მეჭიაურმა მუხათგვერდის სასაფლაოზე გააკეთა, სადაც აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას მიაგო პატივი.
თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ 2008 წლის 8 აგვისტოს ომში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგო.
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ გორში, მეხუთე ქვეითი ბრიგადის სამხედრო ბაზაზე განაცხადა, რომ არის გარკვეული პრობლემები ყველა ნაწილში, სადაც ურთიერთობა ჰქონდა სამხედროებთან, თუმცა მან მეტი კონკრეტიკისაგან თავი შეიკავა.
ნინოწმინდის და ახალქალაქის გაერთიანებულ მაჟორიტარულ ოლქში "ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს" დეპუტატობის მაჟორიტარ კანდიდატად, ნინოწმინდის მოქმედი მაჟორიტარი დეპუტატი ენზელ მკოიანი დასახელდა.
„მშვიდობა თუ გვინდა, ჩვენ უნდა ვიყოთ მზად ბრძოლისთვის ნებისმიერ მომენტში“, - აღნიშნული განცხადება "თავისუფალი დემკრატების" ლიდერმა, ირაკლი ალასანიამ მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე გააკეთა, სადაც აგვისტოს ომში დაღუპულებს პარტიის წევრებთან ერთად პატივი მიაგო.
ძმები, ელდარ და გიორგი შენგელაიები განცხადებას ავრცელებენ და გულისწყრომას გამოხატავენ კახეთში, გურჯაანის საარჩევნო ოლქში "ქართული ოცნების" მიერ დეპუტატობის მაჟორიტარ კანდიდატად დავით სონღულაშვილის წარდგენის გამო.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი მეორე მოადგილის, მეთიუ ბრაიზას მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.