სირიაში აჯანყებულების ერთმა ჯგუფმა განაცხადა, რომ მათ ერთი კვირის განმავლობაში არსებული სამთავრობო ალყა გაარღვიეს. ამის შესახებ BBC იუწყება.
ნიკორწმინდის ეპარქიაში, ქალაქ ამბროლაურში ივერიის ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძარი საზეიმოდ იკურთხა. სადღესასწაულო ღვთისმსახურება ნიკორწმინდელმა ეპისკოპოსმა ვახტანგმა, სამღვდელოებასთან და მრევლთან ერთად აღავლინა.
საქართველოს პრემიერ მინისტრი დღეს რაჭაში ჩავა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გიორგი კვირიკაშვილი ნიკორწმინდის ტაძრის აგების 1000 წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო ლიტურგიას და სამონასტრო კომპლექსის კურთხევის ცერემონიალს დაესწრება.
რიო დე ჟანეიროში მიმდინარე ზაფხულის XXXI ოლიმპიურ თამაშებზე, ძიუდოს ტურნირში, 60 კგ-მდე წონით კატეგორიაში ამირან პაპინაშვილი ბრინჯაოს მედლისათვის ბრძოლაში უზბეკ დიერბეკ უროზბოევთან დამარცხდა და მე-5 ადგილზე გავიდა.
6 აგვისტოს, რიო დე ჟანეიროში მიმდინარე ზაფხულის XXXI ოლიმპიურ თამაშებზე, ძიუდოს ტურნირში, 60 კგ-მდე წონით კატეგორიაში რუს ბესლან მუდრანოვთან ნახევარფინალურ შეხვედრაში ამირან პაპინაშვილი დამარცხდა.
საქართველოს პრემიერ მინისტრი, პარტია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილი კვირას, 7 აგვისტოს სამცხე-ჯავახეთის საარჩევნო ოლქებში პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს დაასახელებს.
შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს, გლდანი-ნაძალადევის, შიდა ქართლის სამმართველოს და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1979 წელს დაბადებული ი.მ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით ხაშურის რაიონში დააკავეს.
მაჩეტეთი (შაქრის ლერწმის მოსაჭრელი დანა) შეიარაღებულმა თავდამსხმელმა ბელგიის ქალაქ შარლეროიში ორი ქალი პოლიციელი დაჭრა.
ბორჯომში სტიქიის შედეგად დაზიანებულ ისტორიულ პარკსა და ე.წ. პლატოს მიმდებარე ტერიტორიაზე სალიკვიდაციო სამუშაოების ბოლო ეტაპს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი, გიგლა აგულაშვილი კრიზისების მართვის საბჭოს მდივანთა,ნ მინდია ჯანელიძესთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.
"მოვუწოდებ ხაშურს, ვეტო დაადოს ვალერი გელაშვილის კანდიდატურას", - აღნიშნული განცხადება "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერმა, შალვა ნათელაშვლმა ხაშურში გააკეთა, სადაც ის ადგილობრივ მცხოვრებლებს შეხვდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.