”ჩვენ ვამტკიცებთ, რომ პოლიტიკაში არის წესიერი და პატიოსანი ადამიანების ადგილი", - აღნიშნული განცხადება "ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ახალციხეში გააკეთა.
„ისლამური სახელმწიფო“ ავღანეთში აშშ-ის სპეცდანიშნულების რაზმის კუთვნილი იარაღის ხელში ჩაგდების შესახებ იტყობინება. „როიტერსის“ ცნობით, „ბოევიკებმა“ ის ფოტოები გამოაქვეყნეს, რომლებზეც თითქოს, ნაჩვენებია ამერიკელი ჯარისკაცების კუთვნილი იარაღი და მოწყობილობა, რომლელიც დაჯგუფებამ ავღანეთის აღმოსავლეთში ხელთში ჩაიგდო.
2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახების წევრებს დღეს უფასო სამედიცინო მომსახურება გაეწიათ. როგორც Guardian.ge-ს ქოულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან აცნობეს, სამედიცინო აქცია კლინიკა „მედცენტრში“ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ორგანიზებით ჩატარდა.
გერმანიის ქალაქ ზაარბრიუკენის კაფეში შეჭრილი მამაკაცი სპეცდანიშნულების რაზმის წევრებმა დაწესებულების სარდაფში მძინარე აღმოაჩინეს.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აღმოსავლეთ-ცენტრალური სამმართველოს შიდა ქართლის განყოფილების თანამშრომლებმა უკანონო თევზჭერის 2 ფაქტი გამოავლინეს.
დევნილთა და განსახლების მინისტრის მოადგილემ, გოგი ფაცაციამ მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე, 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.
სამხრეთ აფრიკელი ათლეტი, ოსკარ პისტორიუსი მიყენებული დაზიანებების გამო, ციხიდან საავადმყოფოში გადაიყვანეს. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
15 ადამიანი დაიღუპა მაკედონიაში შტორმის შედეგად. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს. შტორმმა ქვეყნის ცენტრალურ რეგიონს გადაუარა. სტიქიამ ყველაზე მეტად ქვეყნის დედაქალაქი დააზარალა, სადაც შტორმს ნგრევა და წყალდიდობა მოჰყვა.
ზაარბრიუკენის ერთ-ერთ კაფეში მყოფი მამაკაცი, რომელიც დაწესებულებაში დღეს დილით შეიჭრა, სავარაუდოდ, კაფის მეპატრონის სიძეა.
სახელმწიფო პროგრამის "აწარმოე საქართველოში" ახალი კომპონენტის - „უმასპინძლე საქართველოში“ ფინანსური მხარდაჭერით, რაჭაში, შაორის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ახალი სასტუმრო შენდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.