საქართველოს პრეზიდენტმა პირველ ლედისთან ერთად რიო-დე- ჟანეიროში ოლიმპიური სოფელი დაათვალიერა. გიორგი მარგველაშვილი და მაკა ჩიჩუა ოლიმპიურ თამაშებში მონაწილე ქართველ სპორტსმენებს შეხვდნენ და მომავალ ასპარეზობაზე წარმატებები უსურვეს. აღნიშნულ ინფორმაციას პრეზიდენტის პრეს სამსახური ავრცელებს.
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ–ერთი ლიდერი, დეპუტატი სერგო რატიანი ამბობს, რომ „ქართულ ოცნებას“ "რეალური ამომრჩეველი" არ ჰყავს და იგი მხოლოდ ადმინისტრაციულ რესურსზეა დამოკიდებული. ამის შესახებ მან „ტაბულას“ ეთერში განაცხადა.
ბათუმში 4 აგვისტოს პოლიტიკური გაერთიანება ”ჩვენი სამშობლოს” აქციის მსვლელობის დროს, აქციის მონაწილეებსა და პარტია ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერებს შორის დაპირისპირებისას მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.
ძლიერი წვიმისა და სეტყვის შედეგად ბორჯომსა და მუნიციპალიტეტში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით პრემიერ მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის დავალებით ადგილზე მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური. ადგილზე გაემგზავრა საბჭოს მდივანი მინდია ჯანელიძე და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი.
ბორჯომის მუნიციპალიტეტში ძლიერმა ქარმა, სეტყვამ და წვიმამ მოსახლეობას და მგზავრებს პრობლემები შეუქმნა. ბაკურიანი-ბორჯომის მიმართულებით გადაადგილება გარკვეული პერიოდის განმავლობაში შეზღუდული იყო. ამის შესახებ Guardian.ge-ს ბაკურიანიდან ბორჯომის გავლით, თბილისის მიმართულებით ავტომანქანებით მიმავალმა მგზავრებმა აცნობეს.
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, ბარაქ ობამას დაბადების დღეს ულოცავს.
წყალტუბოში, 2016 წლის ბოლოს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო 8 ათსართულიანი კორპუსის მშენებლობას იწყებს.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია, საქართველოს მთავრობის დაფინანსებით დაბა გუდაურის წყალმომარაგების სისტემის მშენებლობის პირველ ფაზას იწყებს.
თურქეთის სასამართლომ ამერიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრები მუსლიმი სასულიერო პირის, ფეთჰულაჰ გიულენის დაპატიმრების ორდერი გასცა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.