საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, გიორგი პაპუაშვილის განცხადებით, მთავარ პროკურორ ირაკლი შოთაძესთან შეხვედრამ კონსტრუქციულად ჩაიარა.
„რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერის, დავით ბერძენიშვილის განცხადებით, თინა ხიდაშელი და პაატა ზაქარეიშვილი მინისტრები აღარ არიან.
„რეფორმატორების" ლიდერი „ქართული ოცნების" ახალ სახეებს მიმართავს და რჩევის სახით რეკომენდაციებს აძლევს. ირაკლი ღლონტი აქცენტს კოლეგების დასავლურ განათლებაზე აკეთებს და მათ დებატებში ბიძინა ივანიშვილის მიერ გაწეული ქველმოქმედების ნაცვლად, სახელმწიფოებრივ საკითხებსა და კონკრეტულ რეფორმებზე მსჯელობას ურჩევს.
ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატი, ვიცე-სპიკერი მურმან დუმბაძე და აჭარის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელი დეპუტატი მედეა ვასაძე იუსტიციის სამინისტროს მათი პარტიის - „ემსახურე საქართველოს“ დროულად დარეგისტრირების მოწოდებით მიმართავენ.
სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ახალი, სასტუმრო ინდუსტრიის განვითარების კომპონენტით დაინტერესება ყოველდღიურად იზრდება.
საქართველოში ინვესტიციების მოზიდვის, ქართული პროდუქციის ექსპორტისა და ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის საკითხები განიხილეს საქართველოს პირველმა ვიცე–პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა და ქალაქ შანხაის მერმა იანგ სიონგმა ჩინეთში საქართველოს დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე.
ეროვნულმა ბანკმა დღეს (28 ივლისი, 2016) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0007 პუნქტით გაუფასურდა.
„მსურს მოგილოცოთ დღევანდელი დღე და გაგაცნოთ საქართველოს ყველაზე გამოცდილი ელჩი, ყველაზე კარგი მომლაპარაკებელი და ელჩებს შორის უხუცესი - ქართული ღვინო“,- ასე მიმართა სინძიანის პროვინციაში, ნანჩანგში, ქართულის ღვინის სახლის გახსნის ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის უფროსი ვახტანგ კაპანაძე აცხადებს, რომ არ ფლობს ინფორმაციას, დატოვა თუ არა თინა ხიდაშელმა თავდაცვის მინისტრის პოსტი.
„სინჰუა ნეტის“ და Silk Road Chamber of International Commerce-ის პარტნიორობით, ჩინეთში ონლაინ-პლატფორმა E-SilkRoad იხსნება, სადაც ქართული ღვინო ონლაინ რეჟიმში გაიყიდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.