მძლავრმა შემოსავლებმა და კომპანიის საქონელბრუნვის ზრდამ "ამაზონის" დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი, მსოფლიოს ყველაზე მდიდარ ადამიანებს შორის მესამე ადგილზე მოაქცია. ინფორმაციას ამის შესახებ "ფორბსი" აქვეყნებს.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრის სალომე სამადაშვილის შეფასებით, ის, რომ ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის მიხედვით, ამომრჩევლის დიდ ნაწილს არ აქვს გადაწყვეტილი ვის მისცემს ხმას, პირდაპირ მიუთითებს ერთ ფაქტზე - ისინი ხელისუფლებისთვის ხმის მიცემას აღარ აპირებენ.
თბილისის მერის, დავით ნარმანიას განცხადებით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რეალური რეიტინგი „ნულთან ძალიან ახლოსაა“.
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებზე სავარაუდო ზეწოლასთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარე კომენტარს აკეთებს და აცხადებს, რომ მას აქვს იმის მოლოდინი, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები არ დაემორჩილებიან ზეწოლას.
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, შალვა ხუციშვილის განცხადებით, პრეზიდენტის სიძის, მინდია გოგოჭურის მიმართ არსებობს რამდენიმე განაჩენი.
დღეს ქობულეთის მუნიციპალიტეტში C ჰეპატიტის უფასო სკრინინგი ჩატარდა. აქციას ქობულეთის გამგეობისა და საკრებულოს თანამშრომლები შეუერთდნენ.
პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის განცხადებით, პრემიერ მინისტრის ხედვა იყო, რომ წინასაარჩევნო კამპანიის დროს ჯობდა სხვა პარტიის წარმომადგენლები არ ყოფილიყვნენ მთავრობაში.
პარტიის „ერთიანი საქართველოსთვის“ ლიდერის, თამაზ მეჭიაურის განცხადებით, ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევა არის „ნაციონალური მოძრაობის“ დაკვეთა, რომელიც „ქართულ ოცნებას აწყობს.
ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, გამოკითხულთა 17 პროცენტი ხმას „ქართულ ოცნებას“ მისცემდა, 13 პროცენტი კი - „ნაციონალურ მოძრაობას“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.