არასამთავრობო ორგანიზაცია „პოზიცია”-ს ორგანიზებით, საქართველოს სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისთვის პოლიტიკის მეცნიერების დოქტორმა, პროფესორმა თამარ კიკნაძემ სემინარი ჩაატარა.
ყოფილი პარლამენტარის, რომან მარსაგიშვილის განცხადებით, მისი სახლის ეზოში აღმოჩენილი ასაფეთქებელი ნივთიერება - ტროტილი მოქმედებაში არ იყო მოყვანილი.
საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგვლაშვილის განცხადებით, მისი ოჯახის წევრზე ზეწოლის მცდელობა იყო. პრეზიდენტმა დღეს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარესთან გამართული შეხვედრის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა, სწორედ ამიტომ არ გაკვირვებია საკონტისტუციო სასამართლოს თავმჯდომარის განცხადება მოსამართლეებზე ზეწოლის მცდელობასთან დაკავშირებით.
გიორგი პაპუაშვილის განცხადების შემდეგ ყველას ერთი რეაქცია უნდა გვქონდეს, რომ დავიცვათ ჩვენი სახელმწიფო ინსტიტუტები, ამის მაგივრად ჩვენ ვნახეთ განცხადებების მთელი კასკადი, რომ ეს ტყუილია, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პაპუაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრეს კონფერენციაზე.
საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილმა მას მოსამართლეებზე ზეწოლის კონკრეტული ფაქტები დაუსახელა. განცხადება ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარესთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ გიორგი პაპუაშვილმა პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურში აჭარის მთავრობის ყოფილი მეთაურის, აჭარაში „ნაციონალური მოძრაობის“ სიის პირველი ნომრის, ლევან ვარშალომიძის გამოკითხვის დასრულების შემდეგ ლევან ვარშალომიძემ განაცხადა, რომ აუდიტის სამსახურში მისადმი მთავარი კითხვა იყო ის, თუ საიდან მოხდებოდა პროექტის „სოციალური სახლის“ დაფინანსება.
ფლორიდაში, ქალაქ ფორტ მაიერსის ღამის კლუბში მომხდარი სროლის შედეგად, სულ მცირე 2 ადამიანი დაიღუპა და 16-ზე მეტი კი დაშავდა.
ასპინძის მუნიციპალიტეტში რაგბის სტადიონთან მისასვლელი გზის სამშენებლო- სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფორმაციით, ამ დროისთვის უკვე დაიგო პირველი ფენა ასფალტ–ბეტონის საფარი.
დეპუტატი თამაზ მეჭიაური საქართველოს ხელისუფლებას რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენისა და მეზობელ სახელმწიფოში საარჩევნო უბნების გახსნისკენ მოუწოდებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.