არასამთავრობო ორგანიზაცია „პოზიციას“ აღმასრულებელი დირექტორი გურამ ადამაშვილი ქალაქ ნიცაში მომხდარი ტერაქტის გამო მწუხარებას გამოთქვამს.
გერმანია საფრანგეთთან სასაზღვრო კონტროლს აძლიერებს. ამასთან ერთად კონტროლი გამკაცრდება აეროპორტებში და საფრანგეთისკენ მიმავალ მთავარ საგზაო და სარკინიგზო მაგისტრალებზე.
საფრანგეთი სამდღიან ეროვნულ გლოვას აცხადებს, რომელიც ხვალიდან დაიწყება, - განაცხადა საფრანგეთის პრემიერ მინისტრმა, მანუელ ვალსმა.
საფრანგეთის პრემიერ მინისტრმა მანუელ ვალსმა განაცხადა, რომ ტერორიზმი არის საფრთხე, რომელიც "საფრანგეთს მძიმედ დააწვა".
ნიცას მერმა, ქრისტიან ესტროსიმ ადგილობრივ მედიას საფრანგეთში განუცხადა, რომ ნიცაში მომხდარი თავდასხმისას დაახლოებით 10 ბავშვი არის მოკლული.
ფრანგული გაზეთის "ნიცა-მატინის" თანახმად, ხუთშაბათს ნიცაში, დაახლოებით, საღამოს 23:00 სთ-ზე მომხდარი თავდასხმის შემდეგ ადგილობრივ ლენვალის საავადმყოფოში 54 ბავშვი არის მოთავსებული.
სახალხო პატრიოტული მოძრაობის „ერთიანი საქართველოს“ ლიდერის, ცეკა-ს ყოფილი მდივნის, ყოფილი ვიცე-პრემიერის (ედუარდ შევარდნაძის ხელისუფლების დროს) ავთანდილ მარგიანის განცხადებით, მის პარტიას 80 ათასი წევრი და ნახევარი მილიონი მხარდამჭერი ჰყავს.
სახალხო პატრიოტული მოძრაობის „ერთიანი საქართველოს“ ლიდერის, ცეკა-ს ყოფილი მდივნის, ყოფილი ვიცე-პრემიერის (ედუარდ შევარდნაძის ხელისუფლების დროს) ავთანდილ მარგიანის განცხადებით, ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი შესაძლოა დავით აღმაშენებლის და ერეკლე მეორეს გზას დაადგეს და ქართველი ერის მესამე დიდი ბელადი გახდეს.
საფრანგეთის ქალაქ ნიცაში მომხდარ შეიარაღებულ თავდასხმას საქართველოს პრემიერ მინისტრი ეხმაურება და "შემაძრწუნებელ ტრაგედიას" უწოდებს. გიორგი კვირიკაშვილი ფრანგ ხალხსა და საფრანგეთის მთავრობას სამძიმარს უცხადებს.
საფრანგეთის ქალაქ ნიცაში მომხდარ შეიარაღებულ თავდასხმაში მონაწილე პირის ვინაობა პოლიციითვის ცნობილი იყო, სპეცსამსახურებისთვის - არა. აღნიშნულ ინფორმაციას "როიტერსი" ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.