საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან, პედრო აგრამუნტთან შეხვედრა გამართა.
ყირგიზეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, სტამბულის ათათურქის სახელობის საერთაშორისო აეროპორტზე თავდასხმაში მონაწილე ორი თვითმკვლელი ტერორისტი იდენტიფიცირებულია.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ქრთამის აღების ფაქტზე ქალაქ რუსთავის საკრებულოს მიწის ნაკვეთების საკუთრების უფლების აღიარების მუდმივმოქმედი კომისიის თავმჯდომარე, გრიგორ კამკამიძე დააკავა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, კომერციული მოსყიდვისა და კომერციულ მოსყიდვაში დახმარების ფაქტზე ა(ა)იპ „35-ე საფეხბურთო კლუბის“ პრეზიდენტი გოჩა ა. და მოქალაქე ვასილ მ. დააკავეს.
ერაყის ქალაქ მოსულთან, საერთაშორისო კოალიციური ძალების ავიაიერიშის შედეგად, „ისლამური სახელმწიფოს“ ორი მაღალი რანგის ხელმძღვანელის ლიკვიდაცია მოხდა.
ბანგლადეშში, დედაქალაქ დაკას ერთ-ერთი კაფე, სადაც ტერორისტებმა 20-მდე ადამიანი მძევლად აიყვანეს, სპეცდანიშნულების ძალებმა შტურმით აიღეს.
თბილისში, კანდელაკის ქუჩაზე დაჭრილი მ. ც. გარდაიცვალა. აღნიშნულ ინფორმაციას "რუსთავი 2" ავრცელებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1990 წელს დაბადებული დიმიტრი გ. ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს.
თბილისში, კანდელაკის ქუჩაზე, გვიან ღამით ახალგაზრდა მამაკაცი მისი საცხოვრებელი სახლის სადარბაზოსთან ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. დაზარალებული რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. ინფორმაციას ტელეკომპანია "რუსთავი 2" ავრცელებს.
საქართველოს პრემიერ მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი ასოცირების შეთანხმების სრულად ამოქმედებასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.