მიმდინარე წლის 3 ივლისს, თბილისში, უნივერსიტეტის ქუჩის კუთხიდან „ვისოლის” ბენზინგასამართ სადგურამდე თამარაშვილის ქუჩა 07:00-საათიდან 14:00 საათამდე გადაიკეტება.
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ არ უჭერს მხარს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის თანამდებობაზე გიგი წერეთლის არჩევას და არ აპირებს კენჭისყრაში მის სასარგებლოდ ხმის მიცემას“,-ნათქვამია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ განცხადებაში.
ქობულეთის კულტურის სახლში საქველმოქმედო საღამო გაიმართა. დები ჭოხონელიძეები ქობულეთელი მაყურებლის წინაშე მრავალფეროვანი რეპერტუარით წარსდგნენ.
დუშეთში, აფხაზეთის ომში დაღუპულ დუშეთის ბატალიონის მეომართა ხსოვნას პატივი მიაგეს. დუშეთის ადგილობრივი ხელისუფლების პირველმა პირებმა, საზოგადოების წარმომადგენლებმა სტუმრებთან ერთად, გვირგვინით შეამკეს ძმათა სასაფლაო, სადაც მათი ხსოვნის უკვდავსაყოფად დაიდგა მემორიალური ქვა.
კომპანია „სინოჰიდროს“ორგანიზებით, პროექტი „უსაფრთხოებისა და ჯანსაღი ცხოვრების შეჯიბრი“ ხორციელდება, რომლის მიზანია ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება და სპორტის პოპულარიზაცია. პროექტში სხვადასხვა უწყების ათი ნაკრები გუნდია ჩართული, რომლებიც სპორტის სხვადასხვა სახეობაში შეეჯიბრებიან ერთმანეთს.
მესტიის მუნიციპალიტეტის ნაკრის ტერიტორიული ერთეულის, სოფელ ზედა ნაკრაში მდინარე ლექვერილარის ხეობის სიღრმეში, გადაუღებელი წვიმების შედეგად მეწყერი მოწყდა, რამაც მდინარე ლექვერილარის კალაპოტიდან გადმოსვლა გამოიწვია. ამის შესახებ guardian.ge-ს მესტიის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს.
ავტოსაგზაო შემთხვევა ფოთში - "ნისანის" მარკის ავტომობილისა და ავტობუსის შეჯახების შედეგად 7 ადამიანი დაშავდა.
ჩეჩნეთის ძალოვანი სტრუქტურები ამტკიცებენ, რომ აჰმედ ჩატაევს საქართველოს მოქალაქეობა ჰქონდა მიღებული.
თბილისში, ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთოს) საპარლამენტო ასამბლეის საიუბილეო, 25-ე ყოველწლიურ სესიაზე ეკონომიკურ საკითხთა, მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და გარემოს დაცვის კომიტეტის სხდომა გაიმართა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, ალექსანდრე ჯეჯელავამ სახელმძღვანელოებთან დაკავშირებით ”ნაციონალური მოძრაობის” წევრების განცხადებას არასწორი ინფორმაცია უწოდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.