„თავისუფალი დემოკრატების“ მთავრობის პირობებში საარსებო მინიმუმი 250 ლარი იქნება, პენსია - 300 ლარი, მინიმალური ხელფასი კი - 500 ლარი იქნება“,-განაცხადა „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა, ირაკლი ალასანიამ.
ყველა ადამიანი - ომის გამჩაღებელი სასამართლოს წინაშე უნდა წარსდგეს, ეს არის ჩვენი მონიტორინგის ერთ-ერთი ამოცანა, - განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა.
ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია ის ისტერიკა, რომელიც შეიქმნა სომხეთის ტრანსპორტის მინისტრის განცხადების შემდეგ, - გიორგი კვირიკაშვილი.
„გერმანია გვპირდება, რომ ის გამოიყენებს ყველა შესაძლო მექანიზმს და მის ხელთ არსებულ გავლენას, რომ მაქსიმალურად დაჩქარდეს ევროპარლამენტის მიერ შეჩერების მექანიზმის მიღება და შემდეგ უკვე დაჩქარდეს საქართველოს ვიზის ლიბერალიზაციის პროცესი“,-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას, რითაც გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრ, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც საქართველომ ვიზის ლიბერალიზაცია შესაძლოა, სექტემბერში მიიღოს.
„დელეგატების დაკავებას ვერ დავიწყებთ საქართველოში, მაგრამ დამერწმუნეთ, რეაგირება იქნება“,- განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას, რითაც უპასუხა ჟურნალისტების კითხვას იმის შესახებ, თუ რატომ არ მოხდა სამართლებრივი მექანიზმის შექმნა ან სამართლებრივი რეაგირება იმაზე, რომ რუსული დელეგაციის წევრების ნაწილს „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი“ დარღვეული აქვთ.
ეროვნულმა ბანკმა დღეს (1 ივლისი, 2016) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0107 პუნქტით გამყარდა
„სამწუხაროდ, დღეს ევროპაში და მათ შორის საქართველოში არ არის ბოლომდე დაცული ის პრინციპები, ის სულისკვეთება, რომელიც ჩვენ ყველას - ეუთო-ს წევრებს - გვაერთიანებს“,-განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა თბილისში მიმდინარე ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის 25-ე ყოველწლიური სესიაზე სიტყვით გამოსვლისას.
ჩვენ მიერ ორგანიზებულ არჩევნებში მმართველი პოლიტიკური ძალა, შეიძლება, დამარცხდეს. რაც უფრო მნიშვნელოვანია, ჩვენს დემოკრატიულ გარემოში, გამარჯვებულს ყველაფერი არ რჩება, ხოლო დამარცხებული ყველაფერს არ კარგავს. ახლა უნდა უზრუნველვყოთ, რომ ეს „წარმატება“ თითოეული მოქალაქისა და მთელი მსოფლიოსთვის ჩვეულ მოლოდინად იქცეს“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა სამუშაო სადილზე, რომელიც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის 25-ე სესიის ფარგლებში გაიმართა.
ბრიტანული გაზეთი Daily Mail–ი მხარს უჭერს დიდი ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრს ტერეზა მეის გახდეს ქვეყნის პრემიერ მინისტრი, აცხადებს რა რომ კონსერვატიული პარტიის ლიდერობისთვის წარმოდგენილ 5 კანდიდატს შორის მხოლოდ ის არის ერთადერთი, ვინც ამ პოსტს შეეფერება. ამის შესახებ ახალი ამბების სააგენტო "როიტერსი" წერს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.