„დიდი იმედი მაქვს, რომ საბოლოო ჯამში, ევროკავშირი და მისი სიძლიერე არ დაზარალდება ამ რეფერენდუმის შედეგებით“,-განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, თინათინ ხიდაშელმა, რითაც დიდ ბრიტანეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგებს გამოეხმაურა.
შეერთებული შტატების "რესპუბლიკური პარტიის" პრეზიდენტობის კანდიდატმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ "დიდი რამ არის" ის, რომ დიდი ბრიტანეთის ხალხმა ევროკავშირის დატოვებისთვის ხმის მიცემით "თავიანთი ქვეყანა უკან დაიბრუნეს." ტრამპმა ეს განცხადება ახლახან, შოტლანდიაში ჩაფრენიდან რამდენიმე წუთში გააკეთა. იგი შოტლანდიაში მის Turnberry–ის გოლფის დასასვენებელ აგარაკზე ჩავიდა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი „რაგბი ევროპის“ 96-ე გენერალური ასამბლეის გახსნას დაესწრო და სიტყვით მიმართა ღონისძიების მონაწილეებს.
შვეიცარიის ცენტრალურმა ბანკმა ადრე განაცხადა, რომ ვალუტის გაცვლით ბაზარზე შვეიცარული ფრანკის სტაბილიზაციის მიზნით "ჩარევა" მოახდინა. როგორც BBC იუწყება, ბრიტანეთის რეფერენდუმმა უსაფრთხოდ მიჩნეული შვეიცარული ვალუტის ევროსთან მიმართებაში დაცემა განაპირობა.
არასამთავრობო ორგანიზაცია „პოზიციის“ ხელმძღვანელის, გურამ ადამაშვილის განცხადებით, 2016 წლის არჩევნები გაცილებით საინტერესო იქნება, ვიდრე 2008 წლისა და 2012 წლის არჩევნები, რადგან წინა ხელისუფლების მმართველობის პერიოდისგან განსხვავებით, დღეს გაცილებით თავისუფალია მასმედია, საზოგადოება და ბიზნესი.
„ვერ დავმალავთ, რომ რეფერენდუმის სხვა შედეგებს ველოდებოდით“,- განაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, დონალდ ტუსკმა.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 23 ივნისს 18:00 საათზე, მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის დარიალის ხეობაში სტიქიური პროცესების გააქტიურების გამო, კმ134-კმ135 მონაკვეთზე, საშიშ ზონაში აიკრძალა ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
დევიდ ქამერონმა პირველი კომენტარი გააკეთა დიდი ბრიტანეთის რეფერენდუმის შედეგების გამოცხადების შემდეგ. "ძალიან ამაყი ვარ, რომ ამ ქვეყნის პრემიერ მინისტრი ვარ", თქვა მან.
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მდივანმა ფილიპ სამონდმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი "მცირედით ნაკლებ ზეწოლას" იგრძნობს ამ დილით დიდი ბრიტანეთის რეფერენდუმის შედეგების შემდეგ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.