მამაკაცი, რომელიც დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიისას დააკავეს, ცდილობდა პოლიციელის იარაღის აღებას იმისათვის, რომ სურდა რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატის მოკვლა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.
ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა საქართველოსთვის ვიზის ლიბერალიზაციის დაწესებას მხარი ერთხმად დაუჭირეს. ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ფედერიკა მოგერინიმ ლუქსემბურგში განაცხადა.
დასრულდა თბილისის დინამოსა და საბჭოთა კავშირის ნაკრების თავდამსხმელის, რამაზ შენგელიას სახელობის თასის გათამაშება ფეხბურთში, 1998-99-2000 წლებში დაბადებულთა შორის სადაც იმერეთის, აჭარის, გურიისა და სამეგრელოს რეგიონის გუნდები მონაწილეობდნენ.
პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საარჩევნო კამპანიის დაწყებასთან დაკავშირებით პოლიტიკურ ძალებს, სახელმწიფო უწყებებს და საზოგადოებას მიმართავს.
შვედეთმა საქართველოსთვის ვიზის ლიბერალიზაციის დაწესებას მხარი დაუჭირა. ამის შესახებ ევროკავშირში შვედეთის მუდმივი წარმომადგენელი ანდერს ანლიდმა განაცხადა.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს ბრიჯიტ ბრინკს და აშშ-ს მხრიდან აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისიის დემოკრატიისა და მმართველობის სამუშაო ჯგუფის თანათავმჯდომარეებს შეხვდა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, პირველი ვიცე-პრემიერის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, "წინა ხელისუფლება არა მხოლოდ ძალადობდა მოსახლეობაზე, არამედ აშიმშილებდა მათ."
ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი დღეს ბიზნესმენებს, ბიზნეს ასოციაციების წარმომადგენლებსა და ეკონომიკის ექსპერტებს შეხვდა.
რუსთავის #24 საჯარო სკოლის 18 სკოლადამთავრებული ნაწლავური ინფექციის დიაგნოზით რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს ინფექციურ განყოფილებაში მოათავსეს.
ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის შეფასებით, თუ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადამღებ ჯგუფზე თავდასხმა მართლა მოხდა, ეს დასაგმობია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.