შინაგან საქმეთა მინისტრმა ბათუმში დაცვის პოლიციის ახალი შენობა გახსნა. შსს–ს ცნობით, მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა და დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარე გურამ ტომარაძემ აჭარის რეგიონში, ბათუმში დაცვის პოლიციის ახალი შენობა გახსნეს.
სტრასბურგის სასამართლო, დღეს ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას სასამართლოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოაქვეყნებს.
საქართველოს ყოფილი პრემიერ მინისტრი ბიძინა ივანიშვილი დღეს 12 საათზე ოქროყანაში ”ტექნოპარკის” შენობაში პრესკონფერენციას გამართავს.
პოლიციამ მამაკაცი მოკლა, რომელმაც პარიზის ჩრდილო–დასავლეთ გარეუბნის ახლომდებარედ პოლიციელი და მისი ცოლი მოკლა. სამართალდამცავებმა აღნიშნული შემთხვევის გამო ანტი–ტერორისტული ოპერაცია წამოიწყეს და არ გამოირიცხება, რომ მომხდარს პოტენციურად "ისლამურ სახელმწიფოსთან" ჰქონდეს კავშირი. ამის შესახებ "დოიჩე ველე" წერს.
13 ივნისის ტრაგედია გაიხსენეს ხობის მუნიციპალიტეტში. ხობის წმინდა სამების სახელობის ეკლესიაში დეკანოზმა კირიონ დარასელიამ სტიქიის შედეგად დაღუპული ინდირა და ლიზი ზარანდიების სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე მსოფლიო პატრიარქსა და ყველა ადგილობრივი ეკლესიის წინამძღოლებს წერილს უგზავნის და აცნობებს წმინდა სინოდის გადაწყვეტილებას, რომ საქართველოს ეკლესიის დელეგაცია კუნძულ კრეტაზე დაგეგმილ წმინდა და დიდ კრებაში მონაწილეობას ვერ მიიღებს.
თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის, თედო კობახიძის განცხადებით, ის სასამართლოს დასრულებამდე მის წინააღმდეგ ბადრი ჯავახიშვილის ბრალდებებზე პასუხის გაცემას აღარ აპირებს.
„ეს დღე აღმოჩნდა დიდი ტრაგედია, რომელმაც ძალიან ბევრი რამ გამოაჩინა", - აღნიშნული განცხადება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა 13 ივნისს მომხდარ ტრაგედიაზე საუბრისას გააკეთა.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით დღეს ფოტოგამოფენა სახელწოდებით - „ყველგან, სადაც სამშობლოს ვჭირდებით“ გაიხსნა. ზოოპარკსა და ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელ გზაზე 2015 წლის 13 ივნისის წყალდიდობით გამოწვეული ტრაგედიის დაძლევაში ქართული ჯარის მონაწილეობის თემაზე გადაღებული ფოტოები გამოიფინა.
"აფხაზეთის სამთავრობო ელიტაში რუსეთის პოლიტიკის მიმართ უკმაყოფილება იზრდება" - ასე აფასებს guardian.ge-სთან საუბრისას პოლიტოლოგი, რამაზ საყვარელიძე სოხუმის დე ფაქტო მერის მიერ რუსეთის პოლიტიკის მიმართ ღია უკმაყოფილების გამოხატვას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.